ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2021 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 41% იმპორტირებული იყო.
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა და 1.43 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. საქართველომ წელს ყველაზე მეტი ელექტროენერგია ( 863 მლნ კვ/სთ) რუსეთიდან მიიღო. აზერბაიჯანიდან დენის იმპორტი 463 მლნ. კვ/ სთი იყო, თურქეთიდან კი - 111 მლნ კვ/სთ.
ყველაზე მსხვილი პირდაპირი მომხმარებელი წელს „ჯორჯიან მანგანეზია, რომელმაც 279 მლნ კვ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა „ბი ეფ დი სი (Bitfury), რომელმაც 86 მლნ კვ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. თბილისის, ანუ „თელასის“ აბონენტების ენერგომოხმარებამ 722 მლნ. კვ/სთ შეადგინა.
GBC.GE