„ელექტროენერგიის გაძვირების მიუხედავად, ივნისამდე ფასების ზრდას არ ვგეგმავთ“ - „კულა“

„ელექტროენერგიის გაძვირების მიუხედავად, ივნისამდე ფასების ზრდას არ ვგეგმავთ“ - „კულა“

access_time2021-01-22 12:00:14

სემეკის დადგენილებით იანვრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია გაძვირდა. ტარიფის ზრდა შეეხო როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით მოსახლეობაზე მეტად კომუნალური გადასახადი ბიზნესს გაეზარდა, რაც პროდუქციის ფასზე აისახება და საბოლოო ჯამში ირიბად, მაგრამ მაინც მომხმარებლის გადასახდელი გახდება, თუმცა კომპანიათა ნაწილი გარკვეული დროით ფასების მატებისგან თავშეკავებას გეგმავს.

 

„გორის საკონსერვო ქარხანა კულას“ გენერალურმა დირექტორმა ვანო გოგლიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ უკვე ნაყიდი ნედლეულის ხარჯზე კომპანია ივნისამდე ფასების კორექტირებას არ გეგმავს, რადგან მთავარი ხარჯი ნედლეულია. თუმცა, კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე ძველი ტარიფითაც კი ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 20 000 ლარს აღწევდა და მისმა 60%-იანმა გაზრდამ მომავალში შესაძლოა ფასებზეც იქონიოს გავლენა.

 

„ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი გაგვიძვირებს პროდუქციას, მაგრამ რამდენიმე თვე დავაკომპენსირებთ იმ ნედლეულის მარაგებით, რაც უკვე გვაქვს. შემდეგ უკვე შევხედავთ როგორი იქნება ნედლეულის ფასი, როგორ გაძვირდება ხილი და ტრანსპორტი. ივნისიდან გადავწყვეტთ, ზაფხულის პერიოდში გაძვირდება თუ არა ჩვენი პროდუქცია“, - აცხადებს ვანო გოგოლაძე.


 

ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ერთ-ერთ მიზეზს გაზრდილი იმპორტი წარმოადგენს. 2015-2017 წლებში ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანას $133 მლნ დაუჯდა, 2018-2020 წლებში კი 64%-ით მეტი, $218 მლნ. კურსის გაუფასურებამ ლარში პროცენტული სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. გენერაციის ახალი ობიექტების მიუხედავად, მოხმარება წარმოებაზე სწრაფად იზრდება. გამონაკლისს 2020 წარმოადგენდა, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა ენერგომოხმარება შეამცირა.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

 


თეგები:
კულა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up