საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2,8-ჯერ გაიზარდა

საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2,8-ჯერ გაიზარდა

access_time2021-07-29 11:50:23

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერ რაოს" ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტი 10,24 მლრდ კვტ/სთ-მდე გაზარდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.


რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მატება ფიქსირდება ფინეთში, სადაც იმპორტი 2,4-ჯერ გაიზარდა, ბალტიის ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი 2,1-ჯერ არის გაზრდილი და საქართველოში, სადაც იმპორტი 2,8-ჯერ იმატა, - აღნიშნავს კომპანია.


იმპორტის ზრდა, ამ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად საქართველოზე აისახა.


ამის პარარელურად კი, ჩინეთმა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან 7.2%-ით შეამცირა. რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტის აღნიშნული მონაცემები ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდში ფიქსირდება, რის შემდეგაც ბალტიის ქვეყნებმა, 2021 წლის აპრილს, პირველად თქვეს უარი რუსეთისგან ელექტროენერგიის შესყიდვაზე. 2025 წლისთვის კი ბალტიისპირეთი მთლიანად ევროპულ ქსელზე გადავა.



ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, ჩინეთი და უკრაინა, რომლებიც უკვე ათწლეულებია რუსული ელექტროენერგიით მარაგდებიან, რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე უარს აცხადებენ ან მაქსიმალურად ამცირებენ იმპორტს. ასეთ პირობებში საქართველო, ელექტროენერგიის ექსპორტის მხრივ, რუსეთისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.


ელექტროენერგიის ისედაც მზარდი იმპორტის ფონზე, აუცილებელია საქართველომ განვითარებული ქვეყნების მაგალითი და გამოცდილება გაიზიაროს და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკები სათანადოდ შეაფასოს, რადგან რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, პირველ რიგში, ენერგეტიკული ბერკეტებით პოლიტიკურ ზეწოლას გულისხმობს.


აღნიშნულს ადასტურებს 2014 წელს გამოქვეყნებული რუსეთის ენერგეტიკული დოქტრინაც.


6-წლიანი ენერგეტიკული დოქტრინის თანახმად, ევროპაში აქტუალურია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება, რადგან ის არასანდო პარტნიორად მიიჩნევა. ამის საპირწონედ, შემცირებული გაყიდვების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს რეგიონისა და განვითარებად ბაზრებზე ექსპანსიით, სადაც ეკონომიკა და ენერგომოთხოვნა შესაბამისად მზარდია.


შექმნილ ვითარებაში, რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ან გარკვეული დროით შეაფერხოს პოსტსაბჭოთა სივრცეში იმ ახალი პროექტების განხორციელება, რომლებიც მასზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს.


საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დიდი უპირატესობა გააჩნია: საკუთარი განახლებადი ჰიდრო, ქარისა და მზის რესურსების პოტენციალის ათვისებით შეავსოს არსებული ენერგოდეფიციტი და ამით საბოლოოდ გაიმყაროს ენერგოუსაფრთხოება, გახდეს რუსეთისგან მთლიანად ენერგოდამოუკიდებელი, შედეგად კი, რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი ბერკეტი გამოაცალოს.





საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია
access_time2021-09-27 10:55:09
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია, კორპორაციის დირექტორის, გიორგი ბახტაძის ხელმძღვანელობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ნავთობ-კომპანიის (ENOC) სათაო ოფისს, ქალაქ დუბაიში, საქმიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტი, რომელიც ENOC-ს ოფიციალური მოწვევით შედგა, დატვირთული აღმოჩნდა. მენეჯმენტის უმაღლეს რგოლებს შორის შეხვედრებზე განხილულ იქნა არაბეთის ეროვნულ ნავთობკომპანიასა და კორპორაციას შორის პარტნიორული და საქმიანი თანამშრობლობის...

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
access_time2021-09-27 09:55:29
სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.    გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
access_time2021-09-27 01:10:27
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში
access_time2021-09-26 16:00:14
...

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება
access_time2021-09-26 14:00:36
...


მსგავსი სიახლეები

up