ელექტროენერგიის ექსპორტი 14 წლიან მინიმუმამდე დაეცა

ელექტროენერგიის ექსპორტი 14 წლიან მინიმუმამდე დაეცა

access_time2021-01-20 11:00:22

ელექტროენერგიის ექსპორტმა 2020 წელს 154 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც ბოლო 14 წლის მინიმალური მაჩვენებელია. ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ესკო ავრცელებს.


ელექტროენერგიის მოხმარება პიკს ზამთრის სეზონზე აღწევს, იმ პერიოდში, როდესაც გენერაცია მცირდება. გაზაფხულზე მოხმარება მცირდება, წარმოება კი პირიქით - პიკს აღწევს. ასეთი სტრუქტურის გამო საქართველოს ყოველწლიურად უხდება დეფიციტური ელექტროენერგიის იმპორტი და ჭარბის ექსპორტი.


ბოლო წლებში რამდენიმე ახალი ჰესისა და თბოსადგურის დამატების მიუხედავად, მოხმარების უფრო სწრაფი ზრდის ხარჯზე, დეფიციტის ზრდამ ტენდენციის სახე მიიღო, თუმცა იმპორტმა ექსპორტს 10.5-ჯერ პირველად გადააჭარბა.



დეფიციტი საგარეო ვაჭრობის ბალანსზეც აისახება. 11 თვეში ელექტროენერგიის იმპორტისთვის ქვეყნიდან $53.5 მლნ გავიდა, ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი მხოლოდ $5.8 მლნ შეადგინა. ამასთან დეკემბერში ნულოვანი ექსპორტის ფონზე იმპორტმა პიკს - 339 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. თანაბარი ფასის შემთხვევაშიც კი წლიური იმპორტის ღირებულება $67.8 მლნ-ს გადააჭარბებს.


2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გამო ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა. 2021 აღდგენის წელი უნდა იყოს, რაც ენერგომატარებლებზე მოთხოვნას გაზრდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 20 იანვრიდან ენგურჰესი, რომელიც შიდა მოთხოვნის 25-28 პროცენტს აკმაყოფილებს, რეაბილიტაციის მიზნით 3 თვით ჩერდება.


გენერაციის ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეების გარდა გამომუშავებაზე კლიმატი და მდინარებში წყლის დონეც დიდ გავლენას ახდენს. ექსპორტმა მაქსიმუმს 2010 წელს სწორედ ამ მიზეზით მიაღწია. მაშინ ჰიდროსადგურების ჯამურმა გამომუშავებამ 9.375 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, 2020 წელს კი მხოლოდ - 8.248 მლრდ კვტ/სთ-ს. ეს მაშინ როცა 11 წლის წინ არც ლარსი ჰესი არსებობდა, არც ფარავან ჰესი, არც დარიალ ჰესი, არც ხელვაჩაური ჰესი და არც შუახევ ჰესი. ამ ხუთმა ჰიდროსსაგურმა 2020 წელს ჯამში 1.2 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, მაგრამ მხოლო ერთი ენგურჰესის გენერაცია 4.3 მლრდ კვტ/სთ-დან 2.7 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up