ელექტროენერგიის დეფიციტი საქართველოში

ელექტროენერგიის დეფიციტი საქართველოში

access_time2018-06-19 15:36:11

ელექტროენერგია ის პროდუქტია, რომლის გარეშეც სადღეისოდ ცხოვრება ფაქტობრივად წარმოუდგენელია: გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის, სამეცნიერო თუ გასართობი ობიექტები, საწარმოო საშუალებები, სამედიცინო აპარატურა, ტრანსპორტი, თითქმის ყველა საოჯახო ნივთი...

 

1990-იანი წლების უშუქობას მალე გადავეჩვიეთ და გადაგვავიწყდა კიდეც. დენი გრაფიკით მრავალი წელია, აღარ მოგვეწოდება და მეტიც, საქართველოს ელექტროენერგია ექსპორტზე გააქვს. ამ პირობებში ჩვენ, რიგით მომხმარებლებს, აზრადაც არ მოგვდის, რომ რეალურად, საქართველოს ენერგოსისტემა მწვავე დეფიციტს განიცდის და სასწრაფოდ ესაჭიროება გენერაციის ახალი წყაროები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, კვლავ მოგვიწიოს ბნელ 1990-იანებში დაბრუნება.

 

სწორედ ამით არის განპირობებული ნენსკრას ჰიდროელეტქროსადგურის მშენებლობა, რომელიც ამჟამად სვანეთში მიმდინარეობს.

 

ელექტროენერგიის გამომუშავების სადღეისოდ არსებული წყაროები

 

ვითარებაში უკეთ გასარკვევად მოდით, განვიხილოთ, რას წარმოადგენს საქართველოს ელექტროსისტემა. დავიწყოთ ელექტროენერგიის გამომუშავების სადღეისოდ არსებული წყაროებით.

 

საბედნიეროდ, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტრორესურსი გააჩნია, რომლიდანაც ამჟამად მხოლოდ 20%-მდეა ათვისებული. შედარებისთვის, ავსტრიაში ეს მაჩვენებელი 80%-ია, შვეიცარიაში - 90%.

 

მიუხედევად იმისა, რომ ჰიდროელექტრორესურსის მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი - 80% გამომუშავდება ჰესებზე, 19% - თბოელექტროსადგურებზე, კიდევ დაახლოებით 1%-ს ქართლის ქარის ელექტროსადგური გამოიმუშავებს. თბოსადგურებისთვის საჭირო ენერგომატარებლები საქართველოში არ მოიპოვება და ჩვენ მათ იმპორტს ვახორციელებთ.

 

ელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია ჩართულია ერთიან სისტემაში და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით მიემართება გამანაწილებელი ქვესადგურებისკენ, იქიდან კი უკვე უშუალოდ ნაწილდება მომხმარებლებზე.


ელექტროენერგეტიკული სისტემა (გენერაცია-გადაცემა-განაწილება)



რატომ იქმნება საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი

 

ენერგეტიკული კუთხით საქართველო დაახლოებით 75%-ით უცხოურ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი დეფიციტი გვაქვს, მათ შორის, ელექტროენერგიის კუთხით.

 

ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება ერთმანეთის ტოლი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის ხარისხი უარესდება და სისტემაში ავარიული სიტუაცია იქმნება.
თუმცა ვინაიდან ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესებია, გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული მოცულობა ყოველთვის როდი ემთხვევა მოთხოვნილს. ხშირია პერიოდები, როდესაც მომხმარებლის მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება მოცულობას, რომლის გამომუშავებაც კონკრეტულ მომენტშია შესაძლებელი.

 

ასეთ დროს იქმნება ელექტროენერგიის დეფიციტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეივსოს, რათა სისტემამ გამართულად იმუშავოს.

 

ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების სეზონურობა

 

საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება სეზონურობით ხასიათდება: მოხმარება ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში, ხოლო მიწოდება საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება.

 

კერძოდ, ზაფხულის პერიოდში წყლის ჭარბი რესურსი საშუალებას იძლევა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს და ნარჩენი ელექტროენერგია ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანოს. ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა ჰიდრო- და თბოგენერაციის სიმძლავრეებით მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, საჭირო ხდება იმპორტის განხორციელება.

 

2017 წელს იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: მოხმარებაში მისმა წილმა თითქმის 13% შეადგინა.

 

ელექტრგოენერგიის დეფიციტის შევსების წყაროები

 

საქართველოში დეფიციტის შევსების აპრობირებული მეთოდია მისი შემოტანა - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. თუმცა მეზობელი სახელმწიფოებიდან იმპორტი ამ ქვეყნებზე დამოკიდებულებასა და არაპროგნოზირებად ფასებს ნიშნავს.
ამდენად, დეფიციტის დასაფარად ქვეყნის შიგნით გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობაა აუცილებელი.

 

მარეგულირებელი სადგურები, ნენსკრა ჰესი და მისი უპირატესობანი

 

ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების სეზონური ხასიათიდან გამომდინარე, არსებული დეფიციტის დაფარვა შესაძლებელია მარეგულირებელი ჰესებით.

 

სწორედ ამ ტიპის სადგური - ნენსკრა ჰესი შენდება ამჟამად სვანეთში.

 

ამგვარ სადგურებს რეგულირების შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც მნიშვნელოვანია როგორც დეფიციტის შესავსებად, ისე სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.

 

 

(NS)

 

 




TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up