გერმანიის დედაქალაქში ენერგიის დაზოგვის გამო შესაძლოა ბრანდენბურგის კარიბჭის განათება დროებით გათიშონ. ბერლინის ხელისუფლებას სენატიდან ურჩიეს, რომ შუაღამის შემდეგ საზოგადოებრივი ობიექტების განათება გათიშონ, მათ შორის ბრანდენბურგის კარიბჭის და წითელი მერიის შენობას. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის მმართველმა ბურგომატერმა ფრანცისკა გიფეიმ DPA-თან განაცხადა.
„ჩვენს სიტუაციაში, ღირს ენერგიის დაზოგვის ყველა შესაძლებლობის გათვალისწინება“, - თქვა მან.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქი სიბნელეში უნდა ჩაიძიროს, დასძინა გიფიმ, რადგან ხელისუფლებამ უნდა დაამყაროს ბალანსი „უსაფრთხოების მოთხოვნებს“ და ელექტროენერგიის „უმტკივნეულოდ“ დაზოგვის აუცილებლობას შორის.
„ჩვენ ვსაუბრობთ ზომიერ შეზღუდვებზე, რომლებიც ადვილად განხორციელდება და რომელსაც შეუძლია სწრაფად შეუწყოს ხელი დაზოგვას“ - თქვა ბურგომისტერმა.
მანამდე ბერლინის სენატში თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სებასტიან ჩაიამ პირველმა შესთავაზა ბრანდენბურგის კარიბჭის, ასევე გერმანიის დედაქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებისა და ქალაქის ობიექტების განათების გამორთვა. მან მოითხოვა კარგად გაიმიჯნოს ობიექტები, სადაც განათება აუცილებელია უსაფრთხოების მიზნით და ობიექტები, სადაც განათება მხოლოდ ესთეტიურად აუმჯობესებს აღქმას.
ტოგორც ცნობილია, ბერლინის ხელისუფლებას უწევს ელექტროენერგიის დაზოგვა უკრაინაში რუსეთის ომისა და ბრიუსელის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო. ივნისში, წლიური ინფლაცია ევროზონაში, რომელშიც ასევე შედის გერმანია, გაიზარდა რეკორდულ 8,6%-მდე.