ელექტროენერგიასა და გაზზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა გარდაუვალია

ელექტროენერგიასა და გაზზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა გარდაუვალია

access_time2019-07-31 10:50:15

„დევალვაციის პირობებში ელექტროენერგიასა და გაზზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა გარდაუვალია“, - ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ „თიბისი კაპიტალის“ კვლევის „ელექტროენერგიის სექტორი 2019“ პრეზენტაციაზე განაცხადა.მისი თქმით, თავისუფალ ბაზარზე ინტეგრაციის პირობებში ქვეყანას მოუწევს თურქეთთან, სომხეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან თავისუფალ ცურვაში ყოფნა და ფასების თავისუფალი გადადინება, რაც საერთო გათანაბრებას გამოიწვევს.


„გვესმოდა განცხადებები, რომ ელექტრომატარებლებზე და ელექტროენერგიაზე ფასები უნდა გაიაფდეს, რომ ყველაფერი იმაზე იაფი იქნება, ვიდრე ეს ჩვენ ბიზნესმენებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს გვესმის.მარტივი ციფრები, 5 გიგავატის დადგმული სიმძლავრის მშენებლობა არის გამოცხადებული ქვეყანაში ანუ ქვეყანაში დაპროექტებულია 5 გიგავატის მშენებლობა, საიდანაც უდიდესი ნაწილი არის შეფასების ეტაპზე, რამდენიმე მათგანი არის იმპლემენტაციის ეტაპზე.


როგორ წარმოგიდგენიათ სად ვიქნებოდით ჩვენ, რომ უმეტესობა მათგანი იყოს დასრულების ეტაპზე, რა იქნებოდა სამომხმარებლო ფასი? ალბათ კატასტროფას ექნებოდა ხომ ადგილი.ბიზნესი ერთი ერთში მიჰყვება იმ ლოგიკას, რასაც ბაზარი იძლევა მსყიდველობითი მოთხოვნის ფონზე. აქედან გამომდინარე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ ვერ იქნება საინვესტიციო ფონი აქტიური იმ შემთხვევაში, თუ არ არის შესაბამისი მსყიდველობითუნარიანი მოთხოვნა.


ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, მე რასაც დღეს ვხედავ, ფასი და მოლოდინები. როგორ წარმოგიდგენიათ 6-ცენტიანი ყველა ელექტროსადგური ერთბაშად რომ შესულიყო ექსპლუატაციაში, სად იქნებოდა ჩვენი სამომხმარებლო ფასი ან კიდევ უფრო მაღალი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რომელიც არამარტო დაანონსებულია, არამედ ხელმოწერილიც იყო და ზოგიერთი იმპლემენტაციის ეტაპზეცაა.



ახლა მიმდინარე ეტაპზეც პრობლემები გვექნება, იმიტომ, რომ ლარის კურსის გაუფასურების პირობებში გარდაუვალია სამომხმარებლო ტარიფის არგადახედვა. ეს ეხება როგორც ელექტროენერგიას, ასევე ეხება გაზს, ვინაიდან იქ წმინდა რეგულაციის თემაა და ორივე ტარიფი გადახედვას მოითხოვს. ლოგიკა არის ძალიან მარტივი.


თავისუფალ ბაზარზე ინტეგრაციის პირობებში ჩვენ მოგვიწევს თურქეთთან, სომხეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან თავისუფალ ცურვაში ყოფნა და ფასების თავისუფალი გადადინება, რაც საერთო გათანაბრებას გამოიწვევს. თურქეთში დღევანდელი 4,5 ცენტი ეს არის სუფთა შოკური ფასი, რომელიც რა თქმა უნდა თავის ნიშნულს დაუბრუნდება და არ იქნება შორს იმ 8,4 ცენტისგან, რომელიც იყო 2012 წელს, ვინაიდან იქ ექსტრაორდინალური მდგომარეობაა და არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. სომხეთში 7,1 ცენტია სამომხმარებლო ფასი, რაც ორი ცენტით მაღალია საქართველოზე.


აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ არის და ქვეყანაში გარდაუვალია სამომხმარებლო ფასების გადახედვა“, - აცხადებს ზურაბ გელენიძე.


BMG





ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up