სემეკმა  ქვეყნის ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის აუცილებელი 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია შეითანხმა

სემეკმა ქვეყნის ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის აუცილებელი 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია შეითანხმა

access_time2020-12-11 21:00:00

სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების - სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.


„შეხვედრაზე განიხილეს სატარიფო საკითხები, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდებისათვის განსახორციელებელი აუცილებელი საინვესტიციო გეგმები და ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები.



ამასთანავე, სემეკის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა და შეითანხმა ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატებისა (სისტემის ოპერატორების) და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები. პროექტები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება, მიზნად ისახავს ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობისა და საიმედოობის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულების გაუმჯობესებას, ელექტროენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციას. კომპანიები მომდევნო წლებში ჯამურად 1,261,585,389 ლარს განახორციელებენ.



სს „თელასი“ 2021-2025 წლებში სულ 87,358,462 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 424,693,211 მილიონ ლარს. გამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზების, საკაბელო მეურნეობების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის სხვა კომპონენტების მშენებლობას, რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას, რაც აუცილებელია მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდებისთვის.




სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სულ 464,199,775 ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. სემეკთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად განხორციელდება შემდეგი პროექტები: ორჯაჭვა 220 კვ ეგხ “ოდიში 1,2” (ჯვარი-ხორგა 60 სმ სიგრძის ხაზი, ორჯაჭვა 220 კვ ეგხ შუახევი-ახალციხე, 90 კმ სიგრძის ხაზი, 500 კვ ეგხ ლაჯანური-წყალტუბო, 220/110 კვ ქ/ს „ოზურგეთი“ და ა.შ.



ელექტრონერგიის წარმოების ლიცენზიატების გეგმების მიხედვით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ (რიონჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესების კასკადი, ძევრულჰესი) 2020-2022 წლების საინვესტიციო მოცულობა 112,195,987 ლარს შეადგენს. კერძოდ, 2020 წელს ფაქტობრივი მონაცემებით განხორციელდა 6,699,049 ლარის ინვესტიცია, 2021 წელს განხორციელდება 64,203,260 ლარის, ხოლო 2023 წელს - 41,293,676 ლარის ინვესტიცია. სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, გეგმის ფარგლებში გენერაციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
შპს „ენგურჰესის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონ ლარამდეა. სემეკთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაზე. შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 12,800,00 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს ჰიდროაგრეგატების და ტრანსფორმატორების შეცვლა-განახლებას .



შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული „ჟინვალჰესის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო გეგმა 10,337,954 ლარია. საინვესტიციო პროექტებით განსაზღვრულია როგორც ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია, ისე ჰიდროაგრეგატების კაპიტალური შეკეთება, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ძალოვანი დანადგარების შეცვლა-განახლება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
ინვესტიცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up