ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

access_time2020-02-22 17:00:16

 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი იკრძალება.

 

 თუმცა, ელექტრო სიგარეტებში არის კიდევ ერთი,  არანაკლებ მიმზიდველი და მიჩვევის გამომწვევი ნივთიერება - ნიკოტინი. მეცნიერებმა გადაწყვიტეს ადამიანის ტვინზე, მისი გრძელვადიანი ზემოქმედების შედეგები შეესწავლათ. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო ახალგაზრდა.

 

სპეციალური კვლევით ჯგუფის წევრის, იელის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგის მარინა პიჩიოტოს  განცხადებით, მათ   უკვე ჩაატარეს კვლევები ცხოველებზე.მისი თქმით, ნიკოტინი არა მხოლოდ აქტიურად მოქმედებს ტვინზე, არამედ აძლიერებს ვეიპების სითხეების ზემოქმედებას.

 

 იმის გამო, რომ ელექტრო სიგარეტი ახალი მოვლენაა,ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით ვეიპების მოხმარების გრძელვადიანი შედეგები. თუმცა, რაღაც მაინც ვიცით. ყველასთვის ცნობილია, რომ ნიკოტინი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას, რომელსაც ებრძვიან სწორედ ვეიპებზე გადასვლით.  მაგრამ, ზოგიერთვეიპის სითხეში იმდენივე ნიკოტინია, რამდენიც ჩვეულებრივ სიგარეტში. ასეთ ჩანაცვლებას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა ჯანმრთელობის თვალსაზრისით  - მიიჩნევს მეცნიერი.

 

პიჩიოტოს თქმით, ახალგაზრდებში სწორედ სხვადმასხვა არომატების ზრდიან ელექტრო სიგარეტების მიმზიდველობას.

 

ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ვეიპების ზემოქმედება  თაგვებზე და დავადგინეთ, რომ ნიკოტინის მომხმარებელი ახალგაზრდა თაგვების ტვინებში მოხდა უჯრედების სტრუქტურის ცვლილება, რამაც თავის მხრივ, შეცვალა ინფორმაციის გადაცემის საშუალებები. აღმოჩნდა, რომ ნიკოტინის მომხმარებელი თაგვები უფრო მგრძნობიარე არიან სტრესებისადმი და რეაგირებდნენ სუსტ გამაღიზიანებლებზე, რომლებიც თითქმის არ აწუხებდაარამწეველთაგვებს - განაცხადა მან.



მაგალითად, ნიკოტინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თაგვები რეაგირებდნენ სუსტ ელექტრონულ დარტყმაზე, მაშინ როდესაც სხვები საერთოდ ვერ ამჩნევდნენ ვერაფერს - ყვება მეცნიერი.

 

კვლევა ასევე ჩატარდა მოხალისე-ადამიანებზე. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომელთა დედები ორსულობის დროს მოიხმარდნენ ნიკოტინს, დიდი ალბათობით ავლენდნენ ჭარბ რეაქციას სტრესზე.

 

პიჩიოტოს თქმით, ელექტრო სიგარეტის მომხმარებელ ახალგაზრდებს შესაძლოა განუვითარდეს მომავალში ტვინის უჯრედების სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც მოახდენენ ნეგატიურ გავლენას მათ შემდგომ ცხოვრებაზე.თუმცა, ამავე დროს ჯერ არაა დადგენილი რთული ურთიერთკავშირი ზრდასრულ ასაკში საქციელთან დაკავშირებულ პრობლემებს და მოზარდობის პერიოდში ნიკოტინის მოხმარებას შორის - ამ საკითხზე ჯერ კიდევ დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი.

 

 ნიკოტინი არ არის ერთადერთი მავნე ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ვეიპ-სითხეები. შტატებში დაფიქსირდა ელექტრო სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული გარდაცვალების 64 და ჰოსპიტალიზაციის 3000 შემთხვევა. ძირითადად, ამ ინციდენტების მიზეზი იყო არალეგალური ვეიპ-სითხეები, რომლებშიც ვიტამინი Е  გამოიყენება.ის შედგება ცხიმებისგან, ხოლო ცხიმები იწვევენ ანთებით პროცესებს ფილტვებში, რის შედეგადაც ვეიპის მომხმარებლებს უვითარდებათ ფილტვების ანთება, რაც თავის მხრივ, ხდება ჰოსპიტალიზაციის მიზეზი.

 

 თუმცა, ლეგალური სითხეებიც შეიცავენ ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორც პოიეტილებგლიკოლი, რომელიც ფილტვებს  აზიანებს.

 

 ვეიპ-სითხეების შემადგენლობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ შეფუთვაზე ინფორმაცია ინგრედიენტების და მათი პროცენტული შემცველობის შესახებ. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა შედის სითხეში, რომელსაც ის ყიდულობს  - ამბობს მარინა პიჩიოტო.

 

მეცნიერი ასევე მხარს უჭერს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, რომელთა მიზანია ადამიანის ორგანიზმზე  ელექტრო სიგარეტების მავნე ზემოქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

 

გარკვეულწილად, ზრდასრული მწეველებისთვის გადასვლა ჩვეულებრივი სიგარეტიდან ელექტრონულზე შეიძლება იყოს სასარგებლო, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისიც შეიცავს ნიკოტინს. ვეიპების მომხრეებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ჩაისუნთქავენ მხოლოდ უწყინარ ორთქ, განსაკუთრებით, ეს ეხება მოზარდებს   - თვლის მარინა პიჩოტო.

 

წყარო:inosmi.ru

თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up