„ელექტრო ენერგიაზე ტარიფის გაზრდის პირობებში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა“ -  „ჰელიოს ენერჯი ჯორჯია“

„ელექტრო ენერგიაზე ტარიფის გაზრდის პირობებში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა“ - „ჰელიოს ენერჯი ჯორჯია“

access_time2021-05-16 14:00:37

„ნეტო აღრიცხვა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ბიზნესისთვის წამახალისებელი მექანიზმია, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებლების კმაყოფილებას იწვევს, ხოლო მეორეს მხრივ ახალ ბიზნესებს და კომპანიებს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას აძლევს“  - ამის  შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ კომპანია „ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანია ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ მზის ენერგეტიკა არ არის ნეტო აღრიცხვის ფოკუსში და მასში გენერაციის ნებისმიერი ობიექტის განვითარებაა შესაძლებელი, იქნება ეს მიკრო ჰესი, ქარის ელექტრო სადგური, ბიო მასა თუ სხვა. თორნიკე დარჯანიას განმარტებით ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირების პირობებში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა და კომპანიები ნეტო აღრიცხვის რეგულაციით უფრო მეტად დაინტერესდნენ.

 

„წელს ტარიფის გაძვირების პირობებში, მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, კომპანიები კიდევ უფრო დაინტერესდნენ ამ რეგულაციით და შეიძლება  ითქვას, რომ ბიზნესისთვის და  კომპანიებისთვის  ეს არის იმედის მომცემი რეგულაცია , რომელსაც შეუძლია, რომ თავისი ან  თუნდაც გაზრდილი მოხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში დააბალანსოს, რაც ძალიან კარგი მექანიზმია. ბიზნესის გადმოსახედიდან შემიძლია  ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება  იმისთვის, რომ ეს რეგულაცია გაუმჯობესდეს“, -  აღნიშნა თორნიკე დარჯანია.

 

დარჯანიამ გერმანიის მაგალითზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გერმანიაში სუბსიდირება 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღეს მწვანე ტარიფის რეგულაციამდე მივიდნენ.


 

გერმანიის  მაგალითი რომ  ავიღოთ ეს  ანაზღაურება  არის  რვა  ცენტი,  თუმცა როდესაც გერმანიაში მომხმარებელი იხდის  დაახლოებით 25-30 ცენტამდე და ამ ენერგიას ქსელში უშვებს, მას რვა ცენტს უხდიან. ჩვენ შემთხვევაში ეს ერთი-ერთში ხდება,რაც ძალიან კარგი ხელშემწყობი ფაქტორია“ -  აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up