ბიძინა მონა", „20%“ - ამ შინაარსის წარწერა საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასველთან აღმართულ რკინის ბარიკადებზე "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ დატოვა.
წარწერის დატოვებამდე ხოშტარისა და სამართალდამცავებს შორის შეხლა -შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე მობილიზებული პილიცია მას და სამოქალაქო აქტივისტებს უფლებას არ აძლევდნენ, რომ რკინის ბარიკადებზე დაეტოვებინათ წარწერა "ბიძინა მონა", 20% -ნიშნად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპურებული. საბოლოოდ კი, აქტივისტებმა და ელენე ხოშტარიამ აღნიშნული წარწერის გაკეთება მაინც შეძლეს რკინის ბარიკადებზე.
"რამდენჯერაც გვინდა, იმდენჯერ დავაწერთ. ვერ დაგვიშლიან კონსტიტუციიით გარანტირებუული უფლების განხორციელებას", - განაცხადა ხოშტარიამ.
აქცია საქართველოს პარლამენტთან დასრულდა. როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აპირებენ გადაინაცვლონ შსს-სთან, სადაც დღევანდელი აქციის დროს დაკავებული პირები არიან გადაყვანილი.
ipn.ge