ელენე ხოშტარია - „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს. ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით

ელენე ხოშტარია - „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს. ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით

access_time2019-11-16 12:21:16

„ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს. ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტეტო აქციაზე განუცხადა.

 

ელენე ხოშტარიას თქმით, ის სამართალდამცველებმა გაიყვანეს იმ ადგილიდან, სადაც აქციის მონაწილეები ამ წუთებში პროტესტს გამოხატავენ.

 

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი პრეტენზია არ მაქვს ცალკეული პოლიცილების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს მათ არჩევანი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ აიძულებს, რომ მათ ემსახუროს და არა ქვეყანას. „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს.ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით. ქვეყანას სჭირდება, რომ ეს ხალხი წავიდეს, სადამდეც შევძლებ, ბოლომდე ვიჭიდავებ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


 

ამ წუთებში, “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლების პროტესტი გრძელდება. შენობის ორივე შესასვლელთან იმყოფებიან აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სამართლადამცველებმა გააკეთეს კორდონი, რომლითაც გადაკეტეს ცენტრალურ ოფისთან მისასვლელი გზა.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.


IPN




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up