ელენე ხოშტარია - ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიკითხოს

ელენე ხოშტარია - ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიკითხოს

access_time2019-10-16 15:15:37

ანაკლიის პროექტი არის ჩაშლის ზღვარზე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა.


ხოშტარიას თქმით, მამუკა ხაზარაძის გუშინ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმ საგანგაშო ვითარების, რომელიც აქამდე იყო. მისივე განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩასაშლელად.


“ჩვენ არაერთხელ ვნახეთ სახელმწიფოს მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, ჩაშლილი ტენდერები, რაც პირიქით, უნდა ყოფილიყო ანაკლიის მშენებლობის ინტერესის შემთხვევაში. ასევე, გვახსოვს ხაზარაძეზე ორკესტრირებული თავდასხმა კრიტიკულ მომენტებში, რაც პროექტის გარდაუვალი ჩაშლა იყო. აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ პროკურატურის განცხადება ხაზარაძის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით არაფერს ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ ზიანი მიეყენებინათ პროცესისთვის. ამიტომ, დღეს საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ არის პროექტის შემსრულებელი. მაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, რომელიც ვალდებული იყო პროცესი ისე წაეყვანა, რომ ანაკლიის პორტზე პროგრესი გვქონოდა და არა ჩაშლა. დღეს ანაკლიის პროექტი არის ჩაშლის ზღვარზე. გუშინ გავიგეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს გეოპოლიტიკურად არ მოსწონს ანაკლიის პროექტი, არ მიაჩნია, რომ ამერიკელები უნდა იყვნენ შავ ზღვაში. ეს რომ ძალიან ლოგიკური ნაწილი არ იყოს, რაც ხდებოდა ანაკლიის მიმართ კიდევ შეიძლება არც ღირდეს საუბარი იმაზე, ვინ, ვის რა უთხრა, მაგრამ ეს ძალიან ლოგიკური დაგვირგვინება არის იმ პროცესის, რაც ანაკლიის მიმართ ხდებოდა. რა თქმა უნდა, კითხვები არის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინაშე, მათ შორის კანონის დარღვევისა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რომ ასეთი ზიანი არ მიადგეს ქვეყანას”, - აცხადებს ხოშტარია.



მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. თუმცა, ხოშტარია ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში “არათუ გამოძიება არ იქნება, არამედ არაფერი შეიცვლება”.


ცნობისთვის, გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს გეოპოლიტიკრად არ მოსწონდა ანაკლიის პორტის პროექტი და მას პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა. ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.


ipn.ge





NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს
access_time2020-07-02 12:30:07
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს განახლებული პროგრამები გააცნო,...

პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...


მსგავსი სიახლეები

up