ელემენტ კონსტრაქშენმა McDonald's-ის ახალი რესტორანი ააშენა

ელემენტ კონსტრაქშენმა McDonald's-ის ახალი რესტორანი ააშენა

access_time2020-08-13 12:30:14

ელემენტ კონსტრაქშენმა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ,,მაკდონალდსის” ახალი ფილიალი ააშენა. განსხვავებული დიზაინის მქონე სწრაფი კვების ობიექტზე  სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული ციკლი კომპანიამ საინჟინრო ნაწილის  ჩათვლით უზრუნველყო.


აღსანიშნავია, პროექტის განხორციელების ვადებიც. ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 4 თვეში დაასრულა. აქედან ერთი თვე სამშენებლო პროცესი პანდემიისგან გამოწვეული სავალდებულო შეზღუდვების გამო იყო გაჩერებული.


სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელისა და ქართული სამშენებლო კომპანიის თანამშრომლობას საინტერესო ისტორია აქვს.


,,მაკდონალდსისთვის“ პირველი ობიექტი ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ 2017 წელს, ქუთაისში ააშენა. რთული გარემო პირობების მიუხედავად,  პროცესი 4 თვეში დასრულდა, რის შემდეგაც კომპანიებს შორის პარტნიორობამ, თითქმის, ყოველწლიური ხასიათი მიიღო.


2019 წელს ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ ,,მაკდონალდსმა“ განსაკუთრებული სირთულის პროექტი ანდო.  სამი თვის განმავლობაში საბურთალოს  ,,მაკდონალდსის“ სტუმრებს კიდევ ერთი მასპინძელი ხვდებოდა. ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“  დაუჯერებელ ამოცანას გაართვა თავი და რესტორნის რეკონსტრუქცია-მშენებლობის უმეტესი ნაწილი ,,მაკდონალდსის“ მუშაობის პარალელურად განახორციელა.


მშენებლობის უჩვეულო ფორმატს კიდევ ერთი სირთულე ახლავდა - შემჭიდროვებული ვადები. ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ კვების მოქმედი ობიექტის სრული განახლებისთვის მხოლოდ სამი თვე ჰქონდა. სამშენებლო კომპანიამ სამუშაო პროცესი ვადაზე ადრე დაასრულა. შედეგად, რემოდელინგის სამუშაოებმა რესტორანი მომსახურების სრულიად ახალ პლატფორმაზე გადაიყვანა.



სამშენებლო კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ წინა ნამუშევრების მსგავსად, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე რესტორანიც ,,მაკდონალდსის“ მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცევა.


,,ელემენტ კონსტრაქშენის“ მიმდინარე სამოქალაქო, ინდუსტრიული და ჰიდროტექნიკური  მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება კი კომპანიის საიტზეა ხელმისაწვდომი - www.ec.ge

 

ელემენტ კონსტრაქშენის ნამუშევარი - McDonald's აღმაშენებლის ხეივანში

 


ელემენტ კონსტრაქშენის ნამუშევარი - McDonald's  საბურთალოზე

 


ელემენტ კონსტრაქშენის ნამუშევარი - McDonald's  ქუთაისში


 

(R)

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up