სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრთა რიგებს შეუერთდა. UN Global Compact-ი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა.
წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი კომპანიას ,,გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ გენერალურ ასამბლეაზე გადაეცა. ღონისძიებაზე ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ დაადასტურა საკუთარი საქმიანობის თანხვედრა გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან.
,,მოხარული ვარ, რომ „ელემენტ კონსტრაქშენი“ გაეროს გლობალური შეთანხმებასა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა. ეს მიუთითებს კომპანიის მზაობასა და მისწრაფებაზე, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით წარმართოს თავისი საქმიანობა. გაეროს გლობალური შეთანხმება დაფუძნებულია ათ პრინციპზე - ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად, კომპანია რომელიც უერთდება პლატფორმას, პასუხისმგებლობას იღებს, რომ აღნიშნული პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს“, - განაცხადა ,,გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა.
,,ელემენტ კონსტრაქშენის“ 14 წლიანი პორტფელი მოიცავს განხორციელებულ პროექტებს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით. 2020 წელს მიენიჭა Golden Brand და დასახელდა N1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად. ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატს. კომპანია ორიენტირებული ხელი შეუწყოს ენერგოეფექტური მშენებლობის პოპულარიზაციას.
(R)