El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

access_time2019-05-26 20:00:03

 

მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.

 

ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.

 

მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა. ევროპა უკვე დიდი ხანია დგას დემოგრაფიული თვითმკვლელობის გზაზე.

 

ამჟამად ევროკავშირში ცხოვრობს 511 მლნ. ადამიანი, თუმცა, 2015 წლიდან სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას, და იმის ერთადერთი მიზეზი, რომ ევროპის მოსახლეობის რაოდენობა არ მცირდება, არის ის, რომ კონტინენტზე ყოველწლიურად ჩამოდის 1,3 მლნ. მიგრანტი.

 

1900 წელს ევროპაში ცხოვრობდა მსოფლიოს მოსახლეობის 20%,  1960-ში  - 13,5 %, 2015-ში - 6,9%, ხოლო 2040-ში ეს მაჩვენებელი შემცირდება 5%-მდე.

 

თუმცა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის კლება, არამედ ამ პროცესის გავლენა ევროპის სიცოცხლისუნარიანობაზე.

დემოგრაფიულ კრიზისზე მოქმედებს 2 ფაქტორი, რომელიც არის ცივილიზაციის განვითარების შედეგი - სიცოცხლის ხანგძლივობის ზრდა, რომელმაც უკვე მიაღწია 81 წელს, და შობადობის მკვეთრი შემცირება.

 

მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურად შენარჩუნებისთვის, მშობიარობის დონე უნდა შეადგენდეს 2,1 ბავშვს 1 ქალზე, დღეს კი ევროკავშირში ეს მაჩვენებელი შეადგენს 1,5-ს. უარესი სიტუაციაა ესპანეთში - 1, 2 ბავშვო 1 ქალზე.

 

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, და პარალელურად ჩაიკეტება კარები მიგრანტებისთვის, 2050 წლისთვის ევროკავშირის მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდება 49 მილიონით - მაგალითად გერმანიაში კლება იქნება 11 მლნ. ადამიანი, ესპანეთში - 7 მლნ.

 

შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირება უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ განვითარებაზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გათვლებით, 40 წლის შემდეგ ესპანეთში იქნება 8 მლნ.-ით ნაკლები შრომისუნარიანი ადამიანი, ვიდრე არის დღეს, და 8 მლნ. პენსიონერი.

 

არავის არ აქვს პასუხი კითხვაზე - ამ შემთხვევაში ვინ უნდა არჩინოს ის 17 მილიონი პენსიონერი, რომელიც არჩევნებში აძლევს ხმას მემარჯვენეებს და იზოლაციონისტებს?

 

ესპანეთი არაა მარტო ამ პრობლემის წინაშე - მსგავსი სიტუაციაა მთელს ევროპაში.

 

შექმილი მდგომარეობა შემაშფოთებელია - მოსახლეობის ზრდისთვის საჭიროა დიდი საიმიგრაციო ნაკადები, თუმცა, რაც უფრო მეტია მიგრანტები, მით უფრო იზრდება აგრესიული დამოკიდებულება მათ მიმართ.

 

მემარჯვენე რადიკალები და ნაციონალისტები, რომლებიც სულ 10 წლის წინ იყვნენ უიმედო მარგინალები  - დღეს იპყრობენ მოწინავე ქვეყნების პარლამენტებს და ზრდიან თავიანთ წარმომადგენლობას ევროპარლამენტში, რასაც ნათლად დავინახავთ 26 მაისს, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეს.

 

ამ ეტაპზე ნაციონალისტები არიან უმცირესობაში ყველა ქვეყანაში, თუმცა, ზრდის ტემპების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ მალე ეს მოცემულობაც შეიცვლება.

 

დღესაც კი, უმცირესობაში ყოფნის პირობებშიც კი, ნაციონალისტები ქმნიან პოლიტიკურ და კულტურულ ბარიერებს მიგრანტების წინაშე, რაც ხდის ევროპაში შექმნილ დემოგრაფიულ სიტუაციას ჩიხურს.

 


თეგები:
ევროპა



დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...


მსგავსი სიახლეები

up