El-Pais: ევროკავშირი არსებობის ისტორიაში პირველად საგარეო ვალს იღებს

El-Pais: ევროკავშირი არსებობის ისტორიაში პირველად საგარეო ვალს იღებს

access_time2020-07-22 20:00:26

ევროკავშირი კორონაკრიზისთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე ხანგლივი და უკიდურესად დაძაბული დებატების შემდეგ საბოლოოდ შეთანხმდა.

 

ევროკავშირის 27 ქვეყანა ეკონომიკური ზარალის შერბილების მიზნით 750 მლრდ. ევროს ოდენობის ფონდს შექნის და ევროგაერთიანების არსებობის ისტორიაში პირველად, ფონდის შესავსებად ვალს იღებს.

 

მთლიანობაში ევროპის ეკონომიკის აღდგენაზე 1,8 ტრლნ. ევრო დაიხარჯება.

 

„ეს ადვილი არ იყო, თუმცა ჩვენ ამას მივაღწიეთ“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

 

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ევროკავშირის თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ვალს აიღებს.

 

მაგალითისთვის, 6 წლის მანძილზე ესპანეთი  140 მლრდ. ევროს მიიღებს, ამ თანხიდან 72.7 მლრდ. სუბსიდიებია, დანარჩენი კი - ვალი.

 


ფონდის შექმნის იდეას რამდენიმე ქვეყანა კატეგორიულად ეწინაამღდეგებოდა - ჰოლანდია, შვედეთი, ავსტრია და დანია. მათ სუბსიდირების თავად პრეცედენტი აშინებდათ - თუმცა, საბოლოო ჯამში დოტაციების შემოღებას წინ ვერ აღუდგნენ.

 

ევროკავშირის 27 წევრის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება 390 მლრდ. ევროს სუბსიდიებს და 360 მლრდ. ევროს კრედიტების აღებას ითვალისწინებს, მათ შორის 70% უკვე 2021-2022 წლებში უნდა დაიფაროს.  მთლიანი დანახარჯები ეკონომიკის აღდგენაზე ევროკავშირის მშპ-ს 17%-ს მიაღწევს, რაც მეტია ვიდრე აშშ (15/,%) და ჩინეთი (4,2%) გაიღებენ.

 

ამ დრომდე ევროკავშირს სახსრების გასანაწილებლად ვალი არასდროს არ აუღია. ძირითადად ასეთი ტიპის მასტიმულირებელი პროგრამები თავად ევროკავშირის ან კონკრეტული ქვეყნების ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა.

 

ერთიანი ვალის აღების მოწინაამღდეგეების პოზიციები ანგელა მერკელის აზრის შეცვლამ შეასუსტა. დებატების დასაწყისში გერმანია ამ სქემის წინაამღდეგი იყო - სკეპტიკოსების აზრით, ნაკლებად დისციპლინირებული და ვირუსისგან უფრო მეტად დაზარალებული ქვეყნები ეკონომიკების აღდგენას უფრო მოწესრიგებული, ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების და პირველ რიგში გერმანიის ხარჯზე მოისურვებდნენ.

 

ამან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს და სამხრეთ ევროპას შორის სერიოზული კონფლიქტი გამოიწვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ იტალიამ ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

 

შეთანხმების ფასი ძალიან მაღალია. ქვეყნებს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ შეთანხმებებზეც მოუწია წასვლა.

 

შეთანხმება ასევე ხარჯების კონტროლს ითვალისწინებს - იმ შემთვევაში, თუ თუნდაც ერთი ქვეყანა ევროკავშირის რომელის სხვა სახელმწიფოს მხრიდან ხარჯების მიზნობრიობაში ეჭვს შეიტანს, ეს საკითხი განსახილველად ევროკომისიაში გადავა.

 

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით თქვენს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას“  - უთხრა გეგმის ძირითად ბენეფიციარ-ქვეყნებს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.

 

ასეა თუ ისე, შეთანხმება, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეაფასა, როგორც ისტორიული, შედგა და ამით ევროკავშირმა სკეპტიკოსებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ საუბრები მისი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული იყო.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up