2021 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირმა ვაქცინაციის გეგმის ვერცერთი პუნქტი ვერ შეასრულა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს.
მისი ინფორმაციით, 31 მარტისთვის ოფიციალური ბრიუსელი მედპერსონალისა და 80 წელს გადაცილებული ადამიანების 80%-ის აცრას გეგმავდა. გარდა ამისა, ვერ შესრულდა ვაქცინების გადანაწილების გრაფიკიც, თუმცა ეს AstraZeneca-ს მიერ ვაქცინების მიწოდების შეფერხებით იყო გამოწვეული.
El Pais-ის ცნობით, ვაქცინაციის კამპანიის ნელი ტემპი შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის არსებული სწრაფი ტემპების გათვალისწინებით.
ვაქცინაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე 4 ვაქცინაა დარეგისტრირებული: Pfizer-ი, Johnson & Johnson-ი, Moderna და AstraZeneca.
imedinews.ge