ეკვადორში ეკონომიკური კრიზისია

ეკვადორში ეკონომიკური კრიზისია

access_time2019-10-10 09:30:14

ეკვადორი, რომელიც მსოფლიოში ბანანის ექსპორტში ლიდერია, ასევე არის ყავისა და კაკაოს მსხვილი მწარმოებელი, ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. France24-ის ცნობით, ქვეყანა ამ მდგომარეობამდე რეფორმებმა მიიყვანა, რამაც საწვავის გაძვირება გამოიწვია.


გამოცემის ცნობით, ეკვადორის ნავთობის მარაგი 4 მილიარდ ბარელს შეადგენს. 2019 წლის აგვისტომდე კი ყოველდღიური მოპოვება 500 000 ბარელია.


1-ელ ოქტომბერს ქვეყანამ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. ქვეყანა ორგანიზაციიდან პირველად 1992 წელს გავიდა, რადგან ნავთობის მოპოვების კვოტა გაიზარდა. 2007 წლიდან ეკვადორი OPEC-ში ისევ დაბრუნდა.


ნედლი ნავთობის წარმოებამ ქვეყნის ეკონომიკა გაზარდა, ხოლო სიღარიბე და უთანასწორობა შეამცირა. ნავთობზე ფასის ვარდნის და დოლარის კურსის ზრდის ფონზე ეკვადორის ეკონომიკა 2000 წლიდან დოლარიზებული გახდა. მეზობელი ქვეყნების ვალუტების დევალვაციამ კი შემოსავლების კლება განაპირობა.



2019 წლის მარტში ეკვადორმა სავალუტო ფონდთან $4,2 მილიარდის სესხზე ხელშეკრულება გააფორმა. ამ ფონზე სახელმწიფომ საწვავის სუბსიდირება შეწყვიტა და ფასი 123%-ით გაზარდა, რამაც ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები გამოიწვია, ხოლო 3 ოქტომბერს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.


გამოცემის ცნობით, ასევე ეკვადორი მდიდარია სხვა რესურსებით. გალაპაგოსის არქიპელაგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. აქ სეისმური რისკის ზონაა და 100-მდე ვულკანი მდებარეობს. 2016 წელს ქვეყანაში მომხდარი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 637 ადამიანი დაიღუპა. ეკვადორის დედაქალაქის მოსახლეობა 2,2 მილიონს შეადგენს. ამაზონის ტყე ეკვადორის ნაწილს ფარავს.


2019 წლის 8 ოქტომბერს მასობრივი პროტესტის გამო ეკვადორის მთავრობამ დედაქალაქი დატოვა.


imedinews.ge


თეგები:
ეკვადორი



„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up