Realmoney.thestreet--ეკვადორი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან (OPEC) გადის

Realmoney.thestreet--ეკვადორი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან (OPEC) გადის

access_time2019-10-05 10:55:51

ეკვადორი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან (OPEC) გადის წერს Realmoney.thestreet-ი. 

ქვეყნის ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო: „ჩვენ ვაცნობებთ ეკვადორის გადაწყვეტილებას, გავიდეს ოპეკიდან 2020 წლის 1 იანვრიდან,“ - ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაში.

ქვეყანა ორგანიზაციაში 1973 წელს შევიდა. თავისი წევრობა OPEC -ში 1992 წელს შეაჩერა, თუმცა 2007 წელს ისევ დაბრუნდა. ის ორგანიზაციაში ყველაზე მცირე მწარმოებელია. 

ამჯერად ეკვადორი OPEC ფინანსური პრობლემების გამო ტოვებს. მოპოვება დღე-ღამეში 545 000 ათას ბარელს (158,988 დმ 3) შეადგენს, რაც საერთო მოპოვების 1,8%-ია. ორგანიზაციის 14 წევრმა სექტემბერში ჯამში დღე-ღამეში 28,9 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი აწარმოა. 


ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC) -კარტელი, რომელშიც შედიან ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ალჟირი, ანგოლა, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეკვადორი და ვენესუელა. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბბინა ვენაში, ავსტრიაში მდებარეობს. 

ორგანიზაციის მთავარი მიზანი, წესდების მიხედვით, მის წევრების ინტერესების, ინდივიდუალური და კოლექტიური, ოპტიმალურად დაცვის საშუალებების განსაზღვრაა. წესდება ითვალისწინებს გზებისა და საშუალებების გამონახვას საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე ფასების სტაბილურობისთვის და ზიანის მომტანი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად.

imedinews

თეგები:
ეკვადორი



BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება

BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება
access_time2019-12-06 10:55:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინიციატივით და მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო სამი თვეა მიმდინარეობდა კონსულტაციები და გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც...

ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ

 ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ
access_time2019-12-06 11:40:11
ქართულ სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირებაზე „კომერსანტმა" სხვადასხვა მხარის პოზიციები არაერთხელ გააჟღერა. ამჯერად ყოფილი მინისტრებისა და საავტომობილო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების პოზიციით დავინტერესდით. უფრო კონკრეტულად კი,  რატომ გაქრნენ ადგილობრივი  კომპანიები სამშენებლო სექტორიდან მაშინ, როდესაც წლების წინ ქვეყანაში არსებული სამუშაოების 80 პროცენტს ქართული კომპანიები ასრულებდნენ? ამ კითხვებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს  მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“
access_time2019-12-06 10:50:58
„არ მეგონა სიბერის თუ შემეშინდებოდა, ხვალინდელი დღის კი არა უკვე დღეს დაღამებისაც მეშინია, რადგან მშიერი ვიძინებ. ამას ცხოვრება ჰქვია? ყველაფერი გაგვიძვირდა, საარსებო საჭმელს ვეღარ ვყიდულობ.არის პროდუქტები, რომელზეც დიდი ხანია უარი ვთქვი, მაგალითად ხორცი, ვეღარ ვყიდულობ იმიტომ, რომ ძალიან გაძვირდა. ხილსაც იშვიათად ვყიდულობ, ისიც თითო-თითოს. არაფერს ვამბობ წამლებზეც, რომელშიც მთელი ჩემი პენსია იხარჯება. პირადად მე რამდენიმე წამალს ვსვამ და...

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა ვერ გაიხსენეს

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა  ვერ გაიხსენეს
access_time2019-12-06 10:00:44
უმრავლესობის დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი პოლიტიკიდან წასვლა კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორცილების დროს, რა კანონპრექტი შეიმუშავა ჯანდაცვის კომიტეტის...


მსგავსი სიახლეები

up