ეკოპარკირება – სპეციალისტები ხელისუფლებას უცხოეთის გამოცდილების გაზიარებას ურჩევენ

ეკოპარკირება – სპეციალისტები ხელისუფლებას უცხოეთის გამოცდილების გაზიარებას ურჩევენ

person access_time2016-05-08 14:11:19

დღეს პარკირება თბილისის ერთერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რადგან უშუალოდ უკავშირდება საცობებს. ეს უკანასკნელნი თბილისელებს ყოველდღიურად სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. როგორ უნდა მოგვარდეს პარკირების პრობლემა? ამ თემაზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა. საკუთარი ხედვა აქვს ამ საკითხში ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით თედორაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ მზარდი ავტომობილების რიცხვის ნოვაციური მართვა და საუკეთესო გამოსავალი ეკო პარკირება და მშენებლობის ახალი სტანდარტებია.

 

რას ნიშნავს ეს განსაზღვრება და რას გვთავაზობს დარგის სპეციალისტი? 

 

„პარკირების პრობლემაზე ქალაქში ყველა ავტომობილის მფლობელს გაუგია და უშუალოდ გამოუცდია იგი თავის თავზე, როდესაც მას ესაჭიროება ავტომობილის გაჩერება მაგრამ ვერ აჩერებს სხვა და სხვა მიზეზების გამო. უკვე შეუძლებელია მანქანის გაჩერება იქნება ეს საცხოვრებელი კორპუსი თუ სამსახური. თბილისში ყოველწლურად იზრდება ავტომობილების რაოდენობა რის შედეგადაც იზრდება საცობების რაოდენობა, იქმნება უფრო მეტი საავარიო სიტუაცია და ნაკლები შესაძლებლობაა რომ დავაყენოთ ჩვენი ავტომობილი კომფორტულად და უსაფრთხოდ. ავტომობილები თითქმის დროის ნებისმიერ მონაკვეთში არიან გაჩერებული ტროტუარზე, სავალ ნაწილზე და სხვა ადგილას, რითაც ისინი ხელს უშლიან იქნება ეს ფეხით მოსიარულენი თუ ავტომობილით. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქში არ არის საკმარისი პარკირების ადგილი ან არის, მაგრამ არარაციონალურად განაწილებული. ნათელია რომ მთავარი წყარო სატრანსპორტო პრობლემისა არის დიდი ტემპებით ავტომობილების რაოდენობის ზრდა იგივე „მზარდი ავტომობილიზაცია“. ზრდის მაჩვენებელმა 2013 წელს 9,1% შეადგინა, ხოლო 2012 წლის შესაბამისი მაჩვენებელია 8,2%. ვფიქრობ რომ დღეის მდგომარეობით ის კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და სავარაუდოდ იქნება 11-12%, ხოლო ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი ქალაქში არ არის და მძღოლები იძულებული არიან გააჩერონ ავტომობილი ტროტუარზე ან სავალ ნაწილზე და იხადონ შემდეგ ჯარიმა. მიმაჩნია რომ ასეთ შემთხვევაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს რათა ეს პრობლემა გადაჭრას და მხოლოდ პრევენციული ზომების შემოღებით ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს, სასურველი შედეგი კი არის დედაქალაქი საცობის გარეშე, რაც იმთავითვე არის ძალიან კარგი. თუ გადავხდავთ მეგაპოლისებს როგორიც არის ნიუ–იორკი, მუმბაი, სეული, შანხაი,ჯაკარტა, მოსკოვი და სხვა იქ საცობები ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა საზოგადოებისათვის, რადგანაც ფიზიკურად არ არის ადგილი მანქანის გასაჩერებლად. ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმისათვის რომ ქალაქში არ იყოს საცობები. მე როგორც რიგითი მოქალაქე გამოვდივარ ინიციატივით და გთავაზობთ საცობის გადაჭრის რამოდენიმე გზას. 


ინფრასტრუქტურული: რაც მოიცავს მშენებლობის სტანდარტებში ცვილებებს და სავალდებულო მოთხოვნების დაწესებას:


1. აშენდეს მრავალსართულიანი მიწისზედა ან მიწისქვეშა ავტოსადგომები;


2. დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს დაევალოს მშენებლობის პროექტში გაითვალისწინონ პარკირების საკმარისი ოდენობა საცხოვრებელი ბინების ოდენობიდან გამომდინარე 1:1.



3. ეკოლოგიური პარკინგი (მწვანე პარკინგი).


ეკოლოგიური პარკინგი (მწვანე პარკინგი) - სპეციალური გაზონი რომელიც არის განკუთვნილი ავტომობილის დასაყენებლად, რომელიც დაცულია რკინის ბადით, რათა არ მოხდეს მისი დაზიანება და რომელიც არ უშლის ხელს ჰაერის და ტენიანობის მიმოსვლას. ეს რკინის ბადე მოთავსებულია წინასწარ მომზადებულ გრუნტზე, რის შემდეგაც დაითესება ბალახი.

დღეის მდგომარეობით მიმაჩნია, რომ ეკოლოგიური პარკირება ჩვენს ქალაქში იქნება ერთადერთი ვარიანტი გადაჭრას ორი პრობლემა ერთდროულად:


ორგანიზება გაუკეთოს პარკირების სისტემას; გაამწვანოს ტერიტორია და ქალაქი.“– აცხადებს თედორაძე.


რა უპირატესობები აქვს გაზონის ბადეებს? ამ შეკითხვაზე მისი პასუხია: 


1. ეკონომიურობა. გაზონის ქსელი დამზადებულია პლასტიკისგან, რომელიც ერთდროულად არულებს რამდენიმე ამოცანას:


ანაწილებს დატვირთვას მასზე; არეგულირებს თესლის ტენიანობას. გაზონის ქსელის უჯრები უნარჩუნებს ბალახს ფესვთა სისტემას დაუზიანებლად.


აქედან გამომდინარე ეკოპარკირება შეიძლება ფუნქციონირებდეს მუდმივად ძვირადღირებული მოვლის გარეშე. 


2. გრძელვადიანობა. რაც შეეხება გაზონის ბადეების დატვირთვას და ტვირთგამძლეობას. იგი გამძლეა მექანიკურ დატვირთვასთან მიმართებაში და მისი ტვირთგამძლეობა დაახლოებით 1m 2 -ზე არის 15 დან 150 ტონამდე. რაც სრულიად საკმარია ქალაქის პირობებში.


3. მარტივია ტრანსპორტირებაში, დამონტაჟებაში და მომსახურებაში. 4. ესთეტიურია - პარკირების ადგილი მუდმივად მოვლილია სისუფთავეა და რაც მთავარია ეკოლოგიურია.



ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს

მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს
access_time2021-03-05 12:00:40
$500 მლნ-ის ღირებულების ევროობლიგაციების დაფარვის დრომდე 1 თვეღა დარჩა. მთავრობა მის გასტუმრებას ახალი სესხით გეგმავს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეფინასნირების თაობაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან დაიწყება. ევროობლიგაციების ისტორია 2008 წლის აპრილში იწყება. ინიციატივა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნოდა. მაშინ ლონდონის ბირჟაზე გათავსებულ ობლიგაციებში მთავრობა ძალიან მაღალ 7.5%-იან სარგებელს არიცხავდა, თუმცა იმ პერიოდში...


მსგავსი სიახლეები

up