„ეკონომისტის“ ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების შედეგად ეკონომიკური ზარალი საერთაშორისო მასშტაბით 2050 წლისთვის 9 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს

„ეკონომისტის“ ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების შედეგად ეკონომიკური ზარალი საერთაშორისო მასშტაბით 2050 წლისთვის 9 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს

access_time2019-11-21 09:00:23

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალი საერთაშორისო მასშტაბით 2050 წლისთვის ცხრა ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ საუბარია გამოცემა „ეკონომისტის“ მიერ შედგენილ ანგარიშში.



დოკუმენტში მომავალი 30 წლის შესაძლო შედეგებია შესწავლილი.



ანგარიშის შესადგენად მეცნიერებმა თითოეული ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს, რომელიც გლობალურ დათბობასა და ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მეცნიერები აცხადებენ, რომ მომდევნო ათწლეულებში ყველაზე რთულ მდგომარეობაში აფრიკა აღმოჩნდება. მეცნიერების გამოთვლებით, აღნიშნულ კონტინენტზე 2050 წელს კლიმატის ცვლილების შედეგად ეკონომიკური წარმოება ხუთი პროცენტით დაეცემა.



ანგარიშში მაგალითისთვის მოყვანილია ანგოლას შემთხვევა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. აფრიკულ სახელმწიფოში 2050 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 6,1 პროცენტით დაეცემა. ამის მიზეზად კი, კლიმატის ცვლილებასთან ერთად დასახელებულია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის არარსებობა.



გამოცემის მიხედვით, ანგოლასთან ერთად კლიმატის ცვლილებით ყველაზე მეტად ნიგერია, ეგვიპტე, ბანგლადეში და ვენესუელა იზარალებენ.


1tv.ge






6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up