ეკონომისტი - რუსეთიდან შემოსული წილი დიდი არ არის  და რუსი ტურისტები არ არიან მაღალბიუჯეტიანები

ეკონომისტი - რუსეთიდან შემოსული წილი დიდი არ არის და რუსი ტურისტები არ არიან მაღალბიუჯეტიანები

access_time2019-06-22 20:00:14

რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითად იმოქმედებს ლარის კურსზეც, გარკვეულ ადამიანებზე, ვინც ბინებს ვერ გააქირავებენ და ნაკლებ პროდუქტს გაყიდიან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთიდან შემოსული დოლარების წილი არაა დიდი და რუსი ტურისტები არ არიან მაღალბიუჯეტიანი და მხარჯველი ტურისტები, ეს საშუალებას გვაძლევს არ ვაკეთოთ პესიმისტური სცენარი,- ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აიკრძალება.

 

მისვე თქმით, რთულია ზუსტად განისაზღვროს რა რაოდენობის ზარალს მიიღებს ამ შეზღუდვით საქართველოს ეკონომიკა მოკლევადიან პერიოდში, თუმცა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა და ყველაზე უარესი სცენარიც კი ვერ გამოიწვევს კრიზისს ქვეყანაში.

 

„პესიმისტური სცენარი რომ განვითარდეს და მთავრობა იყოს უმოქმედოდ, როგორც ყოველთვის, ასევე რუსეთმა კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა დაგვიწესოს, რაშიც ეჭვი მეპარება, ეს გარკვეულ ზიანს რა თქმა უნდა მოუტანს საქართველოს ეკონომიკას, მაგრად ეს ზიანი არ იქნება დამღუპველი და კრიზისს არ გამოიწვევს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დადებითიც კი იქნება, რადგან ეკონომიკა უფრო მეტად მოერგება ამას და მეტად დივერსიფიცირებული გახდება. არ შეიძლება გეოპოლიტიკურ მტერზე იყო ეკონომიკურად მიბმული.

 


ჩვენ უარესი გამოცდილება გვაქვს. მაგალითად, სულ რომ ემბარგო დაგვიწესოს რუსეთმა და ქართველების დეპორტაცია მოახდინოს, როგორც 2006 წელს მოხდა, ამის მიუხედავად 2006-2007 წლებში ორნიშნა ზრდა გვქონდა, მითუმეტეს მაშინ კიდევ უფრო მეტად ვიყავით მიბმული რუსეთზე და უფრო სერიოზული პრობლემები უნდა შეგვქმნოდა, მაგრამ მთავრობის პოლიტიკა იყო ორიენტირებული გადასახადების შემცირებაზე, რეგულაციების მოხსნაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე და ამან საშუალება მოგვცა ემბარგოდან გამომდინარე მოსალოდნელი პრობლემები აგვეცილებინა თავიდან“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

 

ეკონომისტის თქმით, რუსეთის შეზღუდვებზე მთავრობის პასუხი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება უნდა იყოს, როგორც ეს 2006 წლის ემბარგოს დროს მოხდა.

 

ipn.ge

„დღეს მთავრობის პასუხი უნდა იყოს არა მუშტების ქნევა და აქციების დარბევა, არამედ მთავარი რაც უნდა გააკეთოს, თუ ამის ძალა შესწევს, ესაა კვლავ გადასახადები შეამციროს, რეგულაციები მოხსნას და ამავე დროს, აუცილებელია კიდევ უფრო მეტად ვიმუშავოთ ინვესტიციების მოზიდვაზე, ამ მთავრობის პირობებში ინვესტიციები ძალიან დაბალია ეკონომიკასთან მიმართებაში, ესაა მთავარი მათ შორის, რაც ლარის კურსსა და ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს. თუ მთავრობის პოლიტიკა იქნება ისევ ისეთი, როგორიც ახლაა, რა თქმა უნდა ნებისმიერი ქმედება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.





„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up