ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე: საქართველოში საექსპორტო პროდუქციის მოცულობა არ იზრდება

ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე: საქართველოში საექსპორტო პროდუქციის მოცულობა არ იზრდება

person access_time2016-03-22 16:28:09

2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1413მლნ. ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 281 მილიონი ამერიკული დოლარია, ანუ 13%-ით ნაკლებია. იმპორტი - მილიარდ 132 მილიონი დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 1%-ით აღემატება.

 

ჯამში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვლის დიაპაზონში 852 მილიონი ამერიკული დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60% შეადგინა.

 

საქსტატის მონაცემების თანახმად საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია ირლანდია, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი. ლარის კურსის გამყარების შემდეგ ხშირად ისმის კითხვა გამყარების გამომწვევ მიზეზებზე. გამყარების ერთ-ერთი ფაქტორი არის ექსპორტი, რომელიც იანვარ-თებერვალში ჯამურად არ გაზრდილა, მაგრამ ცალ-ცალკე თვეების მიხედვით ნაკადები მზარდია. საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის 2 თვეში 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი შემცირებულია 21.6%-ით. 2014 წელთან შედარებით -36.1%-იანი კლებაა, წინა წელთან შედარებით კი ექსპორტი 13%-ითაა შემცირებული.


 

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია 1.3%-ით, ძირითადად სამკურნალო საშუალებების იმპორტის ხარჯზე. საიმპორტო საქონლის ხუთეულშია სამკურნალო საშუალებები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები და სპილენძის მადნები და კონცენტრატები. რაც შეეხება ექპორტის ხუთეულს, ასე გამოიყურება: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მსუბუქი ავტომობილები, თხილი და სხვა კაკალი, აზოტოვანი სასუქები, ყურძნის ნატურალური ღვინოები და მინერალური წყლები. დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 18%-ით არის შემცირებული. ექსპორტი 33%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი-12%-ით. ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 38%-ით გაზრდილია. ექსპორტი შემცირებულია 28%-ით, ხოლო იმპორტი 68%-ით გაზრდილია. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედებიდან წელიწადნახევრის შემდეგ ევროკავშირში ექსპორტის კუთხით კლება გვაქვს, ექსპორტის ჯამური ღირებულება კი დსთ-ს სივრცეში ექსპორტს მხოლოდ 3 მილიონი დოლარით აღემატება.

 

ეკონომისტ გიორგი ღაღანიძის აზრით საექსპორტო პროდუქტების ზრდის გარეშე შეუძლებელია ექსპორტის გაზრდა. საექსპორტო პროდუქციის ზრდა კი არ არის ქვეყანაში. ასევე სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს, რომ მთავარი საექსპორტო პროდუქტი ძირითადად ნედლეული ან ნედლეულთან მიახლოებული სხვა სახის პროდუქტია.



პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up