ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 6.1% იქნება, ინფლაცია კი დაიკლებს - PMCG

ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 6.1% იქნება, ინფლაცია კი დაიკლებს - PMCG

access_time2022-06-27 10:00:15

საქართველოს რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდა 2022 წელს 6.1%-ს შეადგენს, ასევე მოსალოდნელია ინფლაციის კლება შემდეგ 6 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2022 წლის ივნისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 60-მა ქართველმა ექსპერტმა მიიღო.


გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გაუმჯობესდა როგორც 2022 წლის პირველ კვარტალთან, ასევე 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, ქართული ლარი ამჟამად ზედმეტად არის შეფასებული აშშ დოლარის, ევროსა და რუსული რუბლის მიმართ და ნაკლებად არის შეფასებული გაცვლითი თურქული ლირის მიმართ. გარდა ამისა, უახლოეს ექვს თვეში მოსალოდნელია ექსპორტის და იმპორტის მოცულობის ზრდა გასულ ექვს თვესთან შედარებით, თუმცა ექსპორტის მოცულობა, სავარაუდოდ უფრო ნაკლებად გაიზრდება, ვიდრე იმპორტისა, რაც გამოიწვევს სავაჭრო ბალანსის გაუარესებას მომდევნო ექვს თვეში გასულ ექვს თვესთან შედარებით.


„გამოკითხულ ეკონომისტთა 94% ეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წლის 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 11%- ზე, დატოვების თაობაზე. გარდა ამისა, ეკონომისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, თუ საიდან მიიღებდა საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მძიმე ზიანს გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შემდეგ, რაც ომის მყისიერი ეფექტების შეფასება უკვე შესაძლებელი იყო.



გამოკითხულთა 94% ფიქრობს, რომ ეს კონფლიქტი მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას. ასევე, ეკონომისტების დიდი ნაწილი (71%) თვლის რომ ექსპორტები არის არხი, რომლის გავლითაც ამ ომმა შესაძლოა საქართველოს ეკონომიკას გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ამავდროულად, რესპონდენტები ნაკლებად მოელიან რომ ომი საქართველოს ეკონომიკაზე გაცვლითი კურსისა და ფულადი გზავნილების კუთხით იქონიებს გავლენას. ეკონომისტებმა ასევე შეაფასეს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების არხები. ეკონომისტთა 65%-ი თვლის რომ ტურიზმის სექტორში საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე მაღალია.


გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ მაღალია საქართველოს სურსათის იმპორტის დამოკიდებულება რუსეთზე. ასევე 59% თვლის რომ საქართველოდან ექსპორტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. ამასთანავე, რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ შესაძლო სტრატეგიული შესაძლებლობები, რომლებიც, გარდა უარყოფითი გავლენისა, ასევე გაჩნდა საქართველოსთვის რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მომხდარი გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე. რესპოდენტთა 82% ფიქრობს, რომ ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის დაჩქარების შესაძლებლობის გამოყენების შედეგად მიიღებს“, -აღნიშნულია კვლევაში.


თეგები:
PMCG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up