ეკონომიკური ზრდის მოლოდინი კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 3.6%-დან 3.8%-მდე გაიზარდა - ADB

ეკონომიკური ზრდის მოლოდინი კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 3.6%-დან 3.8%-მდე გაიზარდა - ADB

access_time2022-07-21 20:00:22

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ეკონომიკური ზრდის მოლოდინი კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის 3.6%-დან 3.8%-მდე გაზარდა, რადგან ქვერეგიონის ზოგიერთმა ეკონომიკამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას მოსალოდნელზე უკეთ გაუძლო. სუბრეგიონული ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გადაიხედა 4.0%-დან 4.1%-მდე 2023 წლისთვისაც. ეს გაუმჯობესებული პერსპექტივები ძირითადად აისახება საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ტაჯიკეთის შემთხვევებში, რომლებმაც ყველაზე უკეთ გაუძლეს უკრაინის ომის ეკონომიკურ შედეგებს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.


საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში გაიზარდა 14.4%-ით, რაც გამოწვეული იყო სერვისისა და დამუშავების სექტორის ზრდით. 54,3%-ით მოიმატა უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა, ტურისტული ნაკადი კი 2022 წლის პირველ 5 თვეში წლიურად 258%-ით გაიზარდა. მაისში ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან თითქმის გაათმაგდა მისი მოქალაქეების შემოდინების გამო.


სომხეთის ეკონომიკა 2022 წლის პირველ კვარტალში 8,6%-ით გაიზარდა და დარჩა ძლიერი აპრილში. შემომავალი ფულადი გადარიცხვები დაკავშირებულია უცხოელი ვიზიტორების შემოდინებაზე, მათ შორის ბიზნესის დივერსიფიკაცია მოხდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამო, გაიზარდა კერძო მოხმარება და მოხდა მომსახურების სექტორის ამაღლება.


აზერბაიჯანის ეკონომიკა 2022 წლის მაისში 7,2%-ით გაიზარდა, რაც ნავთობის სექტორის ზრდამ გამოიწვია. მშენებლობის სექტორი კი 5 წლიანი ვარდნის შემდეგ 5.2%-ით გაიზარდა. 



ტაჯიკეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში 7.5%-ით გაიზარდა ინვესტიციების 9.6%-ით გაფართოების ხარჯზე.


2022 წლის ზრდის პროგნოზები ყირგიზეთის რესპუბლიკის, თურქმენეთისა და უზბეკეთისთვის უცვლელი რჩება.


ყაზახეთში, ქვერეგიონის უდიდეს ეკონომიკაში, მშპ გაიზარდა 4.4%-ით 2022 წლის პირველ 4 თვეში, ნავთობის წარმოების 5.1% ზრდის ფონზე. ყაზახეთის ნავთობის წარმოება სავარაუდოდ, გაფართოვდება, რადგან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები თანხმდებიან წარმოების კვოტების გაზრდაზე. თუმცა ომმა ყაზახეთზე უარყოფითი გავლენა იქონია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ვალუტის კურსი და საბანკო სექტორი. მიუხედავად ამ მოვლენებისა, 2022 წლისთვის ყაზახეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზები უცვლელი რჩება და 3.2%-ია, ხოლო 2023 წლისთვის 3.9%.


ინფლაციის პროგნოზები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში 2022 წლისთვის 8.8%-დან 11.3%-მდე გაიზარდა და 7.1%-დან 8.1%-მდე 2023 წლისთვის. საქონლის გლობალური ფასების შემდგომი ზრდა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები უკრაინაში ომის გამო უკვე გავრცელებულ ინფლაციურ ზეწოლას დაემატა. ინფლაციის პროგნოზი გაიზარდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უზბეკეთის შემთხვევაში. საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია გაიზარდა მაისში 12.7%-მდე, რაც გამოწვეულია საკვების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ფასების ზრდის მიზეზით. აზერბაიჯანის ინფლაცია მაისში 12.6%-მდე გაიზარდა, რაც გამოწვეულია სურსათის გაძვირების გამო.  ყაზახეთში საშუალო წლიური ინფლაცია დაჩქარდა იმავე თვეში 11.3%-მდე, ხოლო სურსათზე ფასები გაიზარდა 14.5%-მდე.  უზბეკეთში ინფლაცია პირველ 5 თვეში 10,2%-მდე გაიზარდა. 

თეგები:
ADB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up