„ეკონომიკის ზრდის ინდიკატორი ბიზნესია და არა საქსტატის გაუფასურებულ ლარში დათვლილი მონაცემი“ - რითეილ სექტორი 44,8%-იან ზრდაზე

„ეკონომიკის ზრდის ინდიკატორი ბიზნესია და არა საქსტატის გაუფასურებულ ლარში დათვლილი მონაცემი“ - რითეილ სექტორი 44,8%-იან ზრდაზე

access_time2021-06-04 11:00:52

2021 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად „საბაზო ეფექტით” არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 2019 წლის აპრილთან შედარებით ეკონომიკის ზრდამ წელს 20.7% შეადგინა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ ეკონომიკის რეკორდულ ზრდაზე რითეილ ბიზნესის წარმომადგენლები, რამდენად რეალურია მათი აზრით ეს რიცხვები და როგორ აისახება სექტორზე.


Gtex ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ბასილაძემ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ინდიკატორი ბიზნესია და არა საქსტატის გაუფასურებულ ლარში დათვლილი მონაცემი. მისი აზრით, მითუმეტეს ნონსენსია, როდესაც ეკონომიკა 2019 წელთან შედარებითაც არის გაზრდილი.


„საქსტატის და მითუმეტეს გაუფასურებულ ლარში გამოცხადებულ მაჩვენებლებს საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. ეკონომიკის ზრდის ინდიკატორები ვართ ჩვენ, რამდენითაც ზოგადად ბიზნესი იზრდება, იმდენად უნდა იცვლებოდეს ეს მაჩვენებელი, ეს არის ზუსტი ინდიკაცია. სახელმწიფოს წინა წლის ეს პერიოდი ყველაფერი დაკეტილი ჰქონდა და ახლა ამხელა ზრდას რომ ამბობენ, ეს უფრო პიარს ჰგავს ვიდრე რეალურ მაჩვენებელს. არარაობას თუ ახლანდელ მონაცემს შევადარებთ, რა თქმა უნდა ზრდა არის, მაგრამ არც ამდენით და მითუმეტეს 2019 წელთან შედარებით ზრდას რომ ამბობენ, ესეც ნონსენსია.


რაც შეეხება სიახლეებს, ძალიან ვფრთხილობთ გაფართოებას და ახალი ბრენდების შემოყვანას, გეგმები გვაქვს მაგრამ რადგან არ ვიცით ეკონომიკური რეცესია როგორი იქნება, ჯერ თავს ვიკავებთ. გარდა ამისა, შემოდგომაზე არჩევნები გველოდება წინ და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე სურვილი არ გვაქვს განვითარებაზე ვიფიქროთ“,
- თქვა გიორგი ბასილაძემ.



„რითეილ გრუფ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქსტატის მონაცემით, მართალია 2019 წელთან შედარებით ეკონომიკა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, თუმცა ეროვნული ვალუტა 19%-ით არის გაუფასურებული, ამიტომ ეს მაჩვენებელი ბიზნესზე განსაკუთრებულად ვერ აისახება.


„ცუდია როცა ზრდას პანდემიურ წელს ვადარებთ, მაშინ დაკეტილი იყო ეკონომიკა და რთულია რეალობა დაინახო, უფრო უნდა შევადაროთ 2019 წელს, რომელთან მიმართებაშიც 21%-მდე ზრდაა ნაჩვენები, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს მონაცემი არის ეროვნულ ვალუტაში და 2019 წელთან შედარებით ლარი დაახლოებით 19%-ით გაუფასურდა ანუ რეალურად განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუმცა ის რომ პანდემის პერიოდში ვართ ისევ და ეკონომიკის თუნდაც მინიმალური ზრდა გვაქვს, ეს დადებითი დინამიკის მაჩვენებელია, ვიმედოვნებთ რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდება.


ეს ზრდა ბიზნესს ნაკლებად ეტყობა, რადგან რითეილ ბიზნესი 2019 წლის მაჩვენებელს ჯერ კიდევ ჩამორჩება, მაგრამ იმედი გვაქვს რომ წლის ბოლოსთვის სექტორს 2019 წლის მსგავსი ან ოდნავ ნაკლები ზრდა გვექნება, დინამიკა უკეთესობისკენ არის“,
- აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.


ნინო თამაზაშვილი





მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up