როგორ აღიქვამს ბიზნესი ეკონომიკური ზრდის გავლენას

როგორ აღიქვამს ბიზნესი ეკონომიკური ზრდის გავლენას

access_time2022-02-01 12:00:20

2021 წლის ეკონომიკური ზრდა ბიზნესის საქმიანობაზეც პოზიტიურად აისახა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა სექტორში ბიზნესმა შვება იგრძნო. კომპანიების წარმომადგენლები ,,კომერსანტთან“ მიღწეულ შედეგზე საუბრობენ, თუმცა ჰორეკა სექტორი კვლავ რჩება დარგად, სადაც მდგომარეობა ისევ მძიმეა და უარყოფითი დინამიკა ჯერჯერობით უცვლელია.

 

2021 წლის მიღწევებით განსაკუთრებით ღვინის ინდუსტრია გამოირჩევა. როგორც ,,ჯაყელების მარნის“ დამფუძნებელი, მეწარმე ზაზა ჯაყელი ამბობს,  პანდემიის გავლენა ამ მიმართულებით სუსტია, თუმცა სწორედ  ჯანდაცვის საკითხების მოგვარებაა მთავარი პირობა, რაც ბიზნესს მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

 

,,ეკონომიკურ ზრდას ჩემს საქმიანობაში ვგრძნობ, გულახდილი ვიქნები და ამას ვერ უარვყოფ. მსხვილი ბიზნესის შესაძლებლობა ამ მხრივ გაცილებით მეტია, თუმცა დადებითი მდგომარეობაა მცირე მეწარმეობაშიც, კერძოდ, მეღვინეობის სფეროში. ჩვენ ბიოლოგიურად სუფთა, მცირე მოწულობის პროდუქციას ვაწარმოებთ და პანდემიურ პერიოდშიც არ შეგვქმნია პრობლემა.  თუმცა ბიზნესს მეტი სტაბილურობისთვის სჭირდება, რომ  კორონაზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, სახელმწიფომაც მეტად უნდა გააძლიეროს თავისი როლი,  რაც შეიძლება მეტი რეკლამა გაუწიოს ჩვენს პროდუქციას ქვეყნის გარეთ. ისე გამოდის, რომ ჯერჯერობით ჩვენ თვითონ ვავითარებთ დარგს, მაგრამ მთავარია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას გვაძლევს“, - ამბობს ჯაყელი.

 

ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებს დადებიტად აფასებს ცხოველების კომბინირებული საკვების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ნუტრიმაქსის“ წარმომადგენელი რეზო ლაფაჩი.



,,პანდემია, ზოგადად, ცუდად მოქმედებდა ბიზნესზე, სტრესული გარემო იყო და რამდენიმე დიდი წარმოება გაჩერდა კიდეც, მთლიანობაში ცხოველთა კვების ბაზარი განვითარდა. ეკონომიკაშიც თანდათან გამოსწორდა ვითარება, რაც ბევრმა ბიზნესმა იგრძნო. ამის შედეგია ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკასთან ერთად, ჩვენც ვიზრდებით. 2021 წელს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით,  35-40%-იანი ზრდა გვაქვს. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის წილი 60%-ა, სომხეთის ბაზარზე 20%-ით ვართ წარმოდგენილი, 10-15% - აზერბაიჯანში. ასევე ექსპორტზე გავდივართ აფრიკაში“, - ამბობს ლაფაჩი ,,კომერსანტთან“.


თუმცა, ჰორეკა სექტორში შექმნილი ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. სფერო პანდემიის გამო დიდ დანაკარგს განიცდის. როგორც „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, შემცირებულია სამუშაო ადგილებიც და მომხმარებელთა რაოდენობაც. 


,,ეკონომიკური ზრდის ფონზე დარგი განიცდის კრიზისს. სამწუხაროდ,  ,,მწვანე პასპორტი“  რასაც უნდა ემსახურებოდეს და რა მისიაც უნდა გააჩნდეს, ვერ ასრულებს. ის ვერ გახდა საზოგადოებისთვის ბიძგის მიმცემი, რომ იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებისთვის შეეწყო ხელი.  მთლიანად სარესტორნო ბიზნესმა დაკარგა თანამშრომელთა დიდი ნაწილი, განახევრდა მათი რაოდენობა. კარგია, რომ ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ კოვიდვითარება ბიზნესისთვის არ იყოს დაბრკოლება. ეს მოცემულობა როგორმე უნდა შეიცვალოს“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა, ხოლო მთელი წლის ჯამურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 10.6% შეადგინა. 



საქართველოში ორნიშნა ზრდის ფორმირებაზე მთავარი გავლენა მოახდინა ე.წ. საბაზო ეფექტმა, რადგანაც ზრდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დარდება, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში ლოქდაუნები და მკაცრი შეზღუდვები იყო, რის გამოც ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up