ეკონომიკური რეაგირება COVID-19-ზე: როგორ უმკლავდება გამოწვევას საქართველო?

ეკონომიკური რეაგირება COVID-19-ზე: როგორ უმკლავდება გამოწვევას საქართველო?

access_time2020-03-25 16:09:46

ახალი კორონავირუსის (COVID-19) აფეთქებამ მთელი მსოფლიო მოიცვა, რის გამოც გლობალური ეკონომიკური რეცესია უკვე რეალობა გახდა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოთვლებით, 2020 წელს საქართველოს საბაზისო მშპ-ის ზრდა შეიძლება 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდეს, იმის მიხედვით, თუ რამდენად მასშტაბური იქნება კრიზისის გავლენა რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაზე.


საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ შეიძლება ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში 0.8%-ით, პესიმისტური სცენარის შემთხევაში კი 5.4%-ით შეამციროს მშპ. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ფულადი გზავნილები შეიძლება 114 მლნ. აშშ დოლარით შემცირდეს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი ამ რიცხვმა შეიძლება 629 მლნ. აშშ დოლარს მიაღწიოს. მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის კოორდინირებული ღონისძიებების გარეშე, ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანაში შეიძლება ისტორიულ მასშტაბებს მიაღწიოს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად და ეფექტიანად უპასუხა პანდემიას, თუმცა კრიზისის მასშტაბი სწრაფად იზრდება და მალე დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო. ამ კუთხით საქართველომ უნდა გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და გაატაროს ფისკალური სტიმულირების უფრო ძლიერი ზომები, რათა ეფექტურად დაუკავშირდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კრიზისის გამო:



• დაბალი პროცენტის მქონე სესხების უზრუნველყოფა დაზარალებული პირებისთვის ან პირდაპირი ფულადი სახსრების გამოყოფა დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ხანდაზმულები და ბავშვები ჰყავთ;

• ე.წ. „ფული ვერტმფრენიდან“ ან ფულადი ტრანსფერები იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავალიც გარკვეულ ზღვარს ქვემოთაა;

• სახელმწიფო სუბსიდიების საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისთვის საჭირო ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა;

• კომპანიების წახალისება კრიზისის მომდევნო თვეებში დასაქმების დონის შენარჩუნების პირობით. თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია შეამციროს უცხოური ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე არსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ეს გაუფასურებისა და ინფლაციის მოლოდინების წარმოქმნის გარეშე გამოიწვევს უცხოურ ვალუტაში სესხებისა და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას.



თეგები:
COVID-19 iset



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up