ეკონომიკური პროფილის მინისტრებმა სსფ-ის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა გააცნეს

ეკონომიკური პროფილის მინისტრებმა სსფ-ის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა გააცნეს

access_time2022-07-06 14:20:00

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.


„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ახალი სამწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივის გაზრდას, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების ხელშეწყობას, რომელთა შორისაა საჯარო ფინანსების მართვის, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმები და ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემები.


ქართულმა მხარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიმდინარე წლის 5 თვის მდგომარეობით, ასევე სამომავლო პროგნოზები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს საგარეო შოკების მართვის საკმაოდ წარმატებული გამოცდილება აქვს და არსებული გეოპოლიტიკური შოკის მიუხედავად, მყისიერი და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებით საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, მდგრადობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.


როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით. მისი თქმით, სსფ მხარს უჭერს მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია ფისკალური დეფიციტის, ინფლაციისა და საგარეო მოწყვლადობების შემცირებაზე, ისევე როგორც სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია ზრდის გასაძლიერებლად.



შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სავალუტო ფონდის მჭიდრო ურთიერთობას. ითქვა, რომ ფონდი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მათ შორის ტექნიკური დახმარების საშუალებით. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მათი გავლენა როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ეკონომიკაზე.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up