ეკონომიკური პროფილის კომიტეტების პრიორიტეტული კანონპროექტები - რა პროექტების განხილვას აპირებენ პარლამენტში?

ეკონომიკური პროფილის კომიტეტების პრიორიტეტული კანონპროექტები - რა პროექტების განხილვას აპირებენ პარლამენტში?

access_time2016-12-07 09:30:57

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფა, უცხოელებზე მიწის მიყიდვის წესის განსაზღვრა, ვაზისა და ღვინის შესახებ კანონის მიღება - ეს იმ პრიორიტეტული ინიციატივების ჩამონათვალია, რის განხილვასაც მე-9 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტები აპირებენ. გარდა ახალი პროექტებისა, დეპუტატებით განცხადებით, გეგმავენ წინა პარლამენტის მიერ დაუსრულებელი კანონპროექტების განხილვასაც.

 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი კომიტეტი პირველ რიგში 2 კანონპროექტის განხილვას აპირებს. პირველი - ეს არის ვაზისა და ღვინის სესახებ კანონო, რომელიც კომიტეტში უკვე შესულია და მეორე, ეს არის მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით კანონპროექტი.

 

„ეს არის 2 პირველი კანონპროექტი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა კომიტეტმა კიდევ ბევრი ინიციატივა დააყენოს, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის კუთხით. ეს კი სამუშაო პროცესში გამოჩნდება.


რაც შეეხება ვაზისა და ღვინის შესახებ კანონპროექტს, იქ წარმოდგენილია სამინისტროს ხედვა და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაშია, რათა ევროკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციების რეგულაციებს დავუახლოვდეთ. მიწის საკუთრების საკითხი კი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ განისაზღვროს მასზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის უცხოელებზე და ეს მოხდეს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", - განუცხადა „კომერსანტს" დანელიამ.

 


ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ მისი კომიტეტისთვის პრიორიტეტულია იმ პროექტების განხილვა, რის შესახებაც დაპირება წინასაარჩევნოდ გასცა პარტიამ. მისი პოზიიციით, ისინი გეგმავენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფას, მიზნობრიობის გაზრდას, უმწეოთა პაკეტის გაფართოებას მედიკამენტების ხარჯზე, ზღვრული ფასების დაწესებას სასიცოცხლოდ აუცილებელ წამლებზე და ა.შ.


„ესაა ძირითადი ამოცანები, თუმცა ეს არ იქნება ცალკეული ინიციატივების და იზოლირებული კანონპროექტების თემა. ჩვენ საზოგადოების ჩართულობით განვსაზღვრავთ გრძელვადიან მიზნებს და ამოცანებს თითოეული მიმართულებით, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა 10 წლიანი სქემით და ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს. ამის შემდეგ დეტალური 4-წლიანი სამოქმედო გეგმა გაიწერება, სადაც საკანონმდებლო ინიციატივები ჩამოყალიბდება, რათა საბოლოო ჯამში ვიცოდეთ, რა მოდელი გვაქვს როგორც სოციალური დაცვის, ისე შრომითი ურთიერთობების კუთხით", - განაცხადა ზოიძემ.

 

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კი აცხადებს, რომ პირველ რიგში აპირებენ იმ კანონპროექტების განხილვას, რომელთა მიღება წინა მოწვევის პარლამენტმა ვერ დაასრულა. „შევჯერდებით, რას ვტოვებთ და რას - არა. ზოგადად პრიორიტეტი იქნება 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლიც საჭიროა იმისათვის, რომ მთავრობამ დაიწყოს 4-პუნქტიანი გეგმის განხოხორციელება, ამასთან დაკავშირებით სამინისტროებთან მინდა, რომ წლის ბოლომდე შევჯერდეთ. გავიგოთ, რა არის მათი ხედვა და რა მიმართულებით სჭირდებათ საკანონმდებლო მხარდაჭერა. ზოგადი პრიორიტეტი სწორედ ეს იქნება", - განუცხადა „კომერსანტს" კაკულიამ.

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პრიორიტეტული, უფრო ზუსტად ის კანონპროექტები, რომელთაც პირველად დააყენებენ, არ აქვთ განსაზღვრული. „კომერსანტი" რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კოვზანაძესთან დაკავშირებას, თუმცა მან არც ჩვენს ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. ამის შემდეგ მის მოადგილეს, პაატა კვიჟინაძეს დავუკავშირდით, თუმცა დეტალური პასუხი ვერც მისგან მივიღეთ.

 


„ბიურო გვაძლევს ჩვენ კანონპროექტებს, ჩვენ ხომ არ გვაქვს. ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენ ავირჩიეთ მთავრობა, ამიტომ ეს იქნება მთავრობასთან შეთანხმებული, ერთად გაკეთებული. ეს მოლაპარაკების საკითხია. ასე დამოუკიდებლად რომ ჩვენ რაღაცას ავიღებთ და გავაკეთებთ, რომელიც მთავრობამ არ იცის, არ მოხდება. მთავარი ინიციატივა არის „ქართული ოცნების" პროგრამა. კონკრეტულად ვერაფერს ვერ გტყვით", - განუცხადა „კომერსანტს" პაატა კვიჟინაძემ.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up