ეკონომიკური პროფილის 4 კომიტეტის 3 კანონპროექტი და რამდენიმე პროექტი – რაზე მუშაობენ დეპუტატები?

ეკონომიკური პროფილის 4 კომიტეტის 3 კანონპროექტი და რამდენიმე პროექტი – რაზე მუშაობენ დეპუტატები?

access_time2017-02-23 13:40:53

რა კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობენ პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტები, რომელი კონკრეტული კანონპროქტი განიხილეს ბიუროს სხდომაზე, საკომიტეტო მოსმენებზე და რომელი კანონპროექტია მზად სესიაზე გასატანად?  ამის გარკვევას "კომერსანტი" თავად კომიტეტის თავმჯდომარეებთან და მათ მოადგილეებთან შეეცადა. აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკური პროფილის 4 კომიტეტი 3 კანონპროექტს და რამდენიმე პროექტს განიხილავს.  

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მისი კომიტეტი საპარლამენტო კონტროლს სამი მიმართულებით ახორციელებს. ეს არის ფისკალური პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და კონტროლი საბიუჯეტო თანხების სწორ ხარჯვაზე, შესაბამისად, კომიტეტი მუდმივ კონტაქტშია ფინანსთა სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. შედეგად, ძირითადი კანონპროექტებიც აქედან გამომდინარეობს.

 

კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტს დიდი დატვირთვა ჰქონდა 2016 წლის დეკემბერში,როდესაც პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შევიდა და რომლის დამტკიცებაც დეკემბერშივე მოხდა. მნიშვნელოვანი სამუშოები იყო ჩასატარებელი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებზე, რომელიც ასევე წლის ბოლოს დამტკიცდა. როგორც კოვზანაძე აცხადებს, ამ პერიოდშივე იყო კანონები, რომელიც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ახლდა. ცალკე აღსანიშნავია კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლარიზაციას ეხება. მასში კომიტეტი მნიშვნელოვნად იყო ჩართული და დამთავრებაც წლის ბოლომდე გახდა შესაძლებელი. ამ კანონებზე დაყრდნობით მთავრობამ გამოსცა აქტი, რომელითაც ლარიზაციის პროცესი 2017 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

 

მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც დაუტკიცდა ეროვნულ ბანკს 2017-2018 წლებისათვის. ესეც ძალაში შევიდა,"- აცხადებს კოვზანაძე.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არის კანონები, რომელიც მუშაობს და 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაშია. აქედან გამომდინარე, კომიტეტი ახლა ამ კანონპროქეტების მონიტორინგს ახორციელებს.

 


„პირველ რიგში, ეს არის ფინანსთა სამინისტროსთან დაკავშირებული საკითხები, ბიუჯეტის შესრულება კვარტალურად, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან დაკავშირებული საკითხები: ახალ ეროვნულ ბანკში მუშაობს პარლამენტისაგან დამტკიცებული აუდიტორთა დიდი ოთხეულს წარმომადგენელი (KPMG), რომლის დასკვნასაც ველოდებით კომიტეტიში. გაზაფხულზე შემოვა ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში, რომლის განხილვაც უნდა მოხდეს პარლამენტრში, მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარალამანტის წინაშე."-აცხადებს კოვზანაძე.

 

მისი განმარტებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადდა და დღევანდელ სესიაზე გადის დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის საკითხს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამტკიცდება საპარლამენტო დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას. კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს და დასკვნას წარმოადგენს.

 

გარდა ამისა, კოვზანაძის განმარტებით, პრაქტიკულად ყველა კომიტეტის სხდომაზე არის ხელშეკრულებები, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მაგალითად, მიმდინარე სესიაზე კომიტეტიდან შესულია და უნდა გავიდეს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის კუთხით, სადაც საუბარია 100 მილიონი ევროს სესხის გამოყოფაზე. ეს განკუთვნილია ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის სექტორში პროექტების დაფინანსებაზე.


 


ასევე არის საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის არსებული სასესხო შეთანხმება, რომელიც სადახლოსა და ბაგრატაშენს შორის ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. საუბარია 6 მილიონ ევროზე. კოვზანაძის ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ საკითხს უახლოეს დღეებში სესიაზე გაიტანს.

 

„ასევე არის საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საგრანტო შეთანახმებებში ცვლილებებს. ასევე გვაქვს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულებები ჩვენთან დამუშავდა. ფინანსთა სამინისტროსთან ერთად კომიტეტიში დამუშავდა და ესეც უახლოეს დღეებში სესიაზე გავა. იგი ითვალისწინებს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით საქონლისა და მომსახურებების გაცვლას. ასევე კაპიტალის თავისუფლად შემოდინებას. ეს მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება"-აცხადებს კოვზანაძე და იქვე აღნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი იმ საქმიანობისა, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ახორციელებს. ზემოთ დასახელებულ პროექტების გარდა, კომიტეტი უამრავ სხვა კანონზე მუშაობს, კერძოდ: 2017 წელს მოხდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შექმნა, კერძო საპენსიო სქემების ჩამოყალიბებაზე მუშაობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსგან იქნება ინიცირებული. გარდა ამისა, კომიტეტი მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევრობანკთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და სხვა.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის  რომან კაკულიას განცხადებით, პირველი მოსმენა გაიარა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტმა. ამ კანონის მიზანია ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონის მიხედვით, გამარტივებული ტენდერები უქმდება და დგინდება მონეტარულ ზღვრებში მიბმული გარკვეული ტენდერის გამოცხადების ვადები. ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია.


როგორც კაკულია აცხადებს, კომიტეტი ასევე კონცენტრირებული იქნება შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც კანონიდან მეზღვაურთათვის ეგრეთ წოდებული საკრუინგო სამსახურის ამოღებას ეხება. კაკულიას განმარტებით, ეს თემა უნდა დარეგულირდეს საქართველოს საზღვაო კოდექსით და ამ სფეროში არსბეული სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით. როგორც კაკულია აცხადებს, ამაზე მუშაობა დაწყებულია.


მისივე ინფორმაციით, კომიტეტი ასევე მუშაობს საქართველოს სივრიცითი მოწყობის და მშენებლობის კოდექსიდან გამომდინარე სხვადასხვა კანონპროქტებზე. ასევე დღის წესრიგშია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი. „ამ კანონზე მუშაობა წინა პარლამენტის დროს დაიწყო. ასევე ვფიქრობთ საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანას. დახვეწაა საჭირო და მისი საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზება. ცვლილებების შეტანას ვგეგმავთ პროდუქციის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსშიც"-აცხადებს კაკულია.


როგორც აღმოჩნდა, გრარულ საკითხთა კომიტეტს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პრიორიტეტული კანონპროექტი აქვს, რომლის ინიცირებას და განხილვას საგაზაფხულო სესიის პერიოდში გეგმავს. საუბარია, ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ მომზადებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი გრანტის პროექტები, დანარჩენ კანონპროექტებს კი კომიტეტი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაარეგისტრირებს.


„ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები გულისხმობს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის დაზიანების საკითხებს. როდესაც დარეგისტირდება, დეტალები მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. კომიტეტის წევრს თუ რაიმე სხვა ინიციატივები ექნებათ, იმ კვირაში შევიკრიბებით და გავივლით"-აცხადებს შიოლაშვილი.

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ მეორე სასესიო კვირაზე გავა თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა. ეს პარლამენტის წევრის, გუგული მაღარაძის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ ინიცირებული კანონპროექტია, რომელიც სესიაზე პირველი მოსმენით გავა.


ზოიძის განცხადებით, თამბაქოს შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, კაფეებსა და რესტორნებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას. „აქციზის ზრდა და თამბაქოს გაძვირება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თამბაქოს მოხმარება რეალურად შევამციროთ. საჭიროა, მისი მოხმარების აკრძალვა, კანონპროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მას აუცილებლად მივიღებთ"-აცხადებს ზოიძე.


მისივე განმარტებით, კომიტეტი ასევე მუშაობს შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ კანონზე, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენით შემდეგ სასესიო კვირაზე გავა.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up