ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, „აწარმოე საქართველოში ცვლილებები შედის

ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, „აწარმოე საქართველოში ცვლილებები შედის

access_time2020-08-27 17:15:58

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამაში ცვლილებები შედის. სასტუმრო და ზოგადად ტურისტული ინდუსტრია განსაკუთრებულად დაზარალდა გლობალური პანდემიის შედეგად. ამასთანავე, არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ისეთი ეკონომიკური საქმიანობების მხარდაჭერა და წახალისება აუცილებელი გახდა, რომლებზეც „აწარმოე საქართველოში" ამ ეტაპამდე არ მუშაობდა.


სწორედ ამიტომ, განხორციელებული ცვლილებები სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, პროგრამას „აწარმოე საქართველოში" 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის ფუნქციაც დაემატა.


„COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ სირთულეებთან გასამკლავებლად, „აწარმოე საქართველოში" აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას. სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმების და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას", აცხადებს სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.


სასტუმრო ინდუსტრია: მიწის იჯარით, ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღება


წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად სასტუმრო ინდუსტრიაში სესხის აღების აუცილებელი პირობა აღარ იქნება მიწის ნაკვეთის მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. პროგრამით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ექნება შესაძლებლობა სასტუმრო ააშენოს მის დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზეც. იგივე პირობები ვრცელდება შეეხება ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიაზეც.


სასტუმრო ინდუსტრიაში მიწის იჯარით,ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღებასთან დაკავშირებული სიახლე პროგრამაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც არ ფლობენ საკუთრებაში სასტუმროსთვის საჭირო უძრავ ქონებას, თუმცა აქვთ შესაძლებლობა გამქირავებლის, მეიჯარისა თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის სასყიდლის გადახდით ან მის გარეშე მოიპოვონ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება.



ტურისტული სექტორი: ლოკაციური შეზღუდვის მოხსნა


დადგენილების მოქმედი რედაქციით, „აწარმოე საქართველოში" ტურისტული სერვისების ინდუსტრიის განვითარების კუთხით ქვეყნის მასშტაბით 14 ლოკაციაზე ეხმარებოდა ბიზნესებს. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად კი ეს შეზღუდვა იხსნება და სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყებს აღნიშნულ სექტორთან თანამშრომლობას.


ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ მომართვიანობაზე დაყრდნობით, საჭირო გახდა ლოკაციების შეზღუდვის მოხსნა არა მარტო სასტუმროსთვის, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტურისტული სერვისების ინდუსტრიისთვისაც.


დღეიდან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, მეწარმე სუბიექტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეძლებენ ისეთი საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ობიექტების მოწყობას, როგორებიცაა თემატური პარკები, ეთნო/ეთნოგრაფიული პარკები, ე.წ. ვეიკ პარკები (Wake park) და სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა ატრაქციები.


6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა


არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად საჭიროა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი დაძლევის მექანიზმების განხორციელება. 2014 წლიდან, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" 12 000-მდე ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში .


დღეიდან კი პროგრამას "აწარმოე საქართველოში" პრიორიტეტული მიმართულებების სიას დაემატება 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა. მათ შორის არის კომპიუტერული თამაშების გამოცემა, საავადმყოფოების საქმიანობები, ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები სპეციალიზებული სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები, სტომატოლოგიური პრაქტიკის საქმიანობები, კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.


„აწარმოე საქართველოში" 6 წელია, რაც წარმატებით თანამშრომლობს კერძო სექტორთან. სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაა, რასაც ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის მხარდაჭერით ახორციელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up