ეკონომიკური გამოცოცხლების ილუზია - ჩინეთის ექსპორტი 3,5%-ით გაიზარდა

ეკონომიკური გამოცოცხლების ილუზია - ჩინეთის ექსპორტი 3,5%-ით გაიზარდა

access_time2020-05-11 20:15:30

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აპრილში, ყველასთვის მოულოდნელად, ჩინეთის ექსპორტი, ხანგძლივი ვარდნის შემდეგ 3,5%-ით გაიზარდა.პარალელურად, იმპორტი 14,2%-ით შემცირდა.ექსპერტთა ნაწილი ამ მოვლენას დროებითად მიიჩნევს. მათი აზრით, ექსპორტის უეცარი მატება მსოფლიოში ჩინეთის მიერ წარმოებულ სამედიცინო პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდამ გამოწვია. ეს კი  დროებითი ფაქტორია, რადგან ახლო მომავალში ჩინური ექსპორტი ისევ შემცირდება.


საგარეო სტატისტიკის თანახმად, იმპორტის შემცირება ნავთობის ფასების ვარდნამ გამოიწვია.საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მართლაც სამედიცინო საქონელი ლიდერობს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ მიმართულების ზრდამ 11% შეადგინა. ამავე დროს დანარჩენი პროდუქციის ექსპორტმა შემცირება განაგრძო.


იმპორტი ენერგომატარებლების და სათადარიგო ნაწილების ხარჯზე შემცირდა. ამავე დროს, ფიზიკურად ნავთობის შესყიდვები არათუ არ შემცირდა, არამედ დღე-ღამეში 740 000 ბარელით გაიზარდა. ეს  კი ნახევრად გაჩერებული ეკონომიკის პირობებში  მოხდა. ცნობილია, რომ ნავთობზე რეკორდულად დაბალი ფასების გამო ჩინეთი ამჟამად შავ ოქროს აქტიურად ყიდულობს  და მარაგს ქმნის.ამ მიმართულების იმპორტის შემცირება სწორედ დაბალ ფასებთანაა დაკავშირებული.


რეალური ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე სათადარიგო ნაწილების იმპორტის მკვეთრი შემცირება მეტყველებს. ეს სწორედ ის ნაწილებია, რომლებიც ჩინეთში მდებარე გლობალური ბრენდების ქარხნებში მიდის და საბოლოო პროდუქციის აწყობაში გამოიყენება. ის, რომ ნაწილები ნაკლებად შემოდის, მრეწველობის მუშაობის შენელების საუკეთესო ინდიკატორია.



„აპრილში ექსპორტის ზრდა შესაძლოა სამედიცინო პროდუქციის გარდა სხვა ფაქტორმაც განაპირობა. სავარაუდოდ, ეს პანდემიამდე გაფორმებული და შემდეგ გადადებული კონტრაქტების შესრულებაა. შემდგომ თვეებში ბევრ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის გათვალისწინებით, ექსპორტი ისევ დაეცემა“ - მიიჩნევენ კონსალტინგურ კომპანია Capital Economics-ში.ამის მაგალითად, ექსპერტებს სამხრეთ კორეის მაგალითი მოჰყავთ, რომლის ექსპორტიც 24%-ით შემცირდა და 11-წლიან მინიმუმამდე დაეცა.


Capital Economics-ში ასევე ექსპორტის შემდგომ შემცირებას და აშშ-სთან სავაჭრო ომის გამწვავებას ელიან.საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს ჩინეთის ეკონომიკა მინიმალურად, მაგრამ მაინც  1,2%-ით გაიზრდება. 2021 წლისთვის შესამჩნევი ზრდა იქნება, საუბარია, 9,2%-ზე.შესაბამისად, ჩინეთი იქნება ერთ-ერთ იმ ქვეყანათა შორის, რომელიც რეცესიას გადაურჩება, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკა 7%-ით, აშშ-ს კი, შესაძლოა 30%-თაც კი შემცირდეს.


ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით, ხოლო 2019 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 9,8%-ით შემცირდა.ეს ჩინეთის ეკონომიკის პირველი ვარდნაა 1992 წლის შემდეგ, როდესაც სტატისტიკური მონაცემების საჯარო გამოქვეყნება დაიწყო.


პირველი კვარტლის მონაცემებით, სამრეწველო წარმოება ჩინეთში 8,4%-ით შემცირდა, თუმცა, ყველაზე ძლიერი ვარდნა იანვარ-თებერვალში ეპიდემიის პიკზე დაფიქსირდა, როდესაც მკაცრ კარანტინში 800 მლნ.-ზე მეტი ადამიანი ჩაიკეტა, ქარხნები გაჩერდა, ნავსადგურებმა მუშაობა შეწყვიტეს.მარტში ეპიდემიის დასრულების შემდეგ, ვარდნა გაცილებით მოკრძალებული იყო. საუბარია,1,1%-ზე.ამავე დროს ვარდნა გასხვავებული იყო სხვადასხვა დარგებში - ყველაზე მეტად ავტომრეწველობა - 43%-თ შემცირდა, ხოლო ფარმაცევტულ სექტორში, ტელეკომუნიკაციებში და რობოტოტექნიკაში პირიქით, ზრდა დაფიქსირდა.მთლიანობაში, პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტი 3,5%-ით, იმპორტი კი - 2,4%-ით შემცირდა.


წყარო:Kommersant.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up