ეკონომიკური ექსპერტების პასუხი ანრი ოხანაშვილს - დიდი სია უნდა შედგეს და სახეზე აეფაროს

ეკონომიკური ექსპერტების პასუხი ანრი ოხანაშვილს - დიდი სია უნდა შედგეს და სახეზე აეფაროს

access_time2019-03-21 19:00:32

“ქართული ოცნების “ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებას,  რომ ოპოზიციის წევრები ვერ დაასახელებენ კანონს, რომელიც პარლამენტმა  „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიიღო და რომელმაც მოქალაქეების ცხოვრება გააუარესა , სოციალურ ქსელში ოპოზიციის მხრიდან კამპანია #დაასახელეკანონი მოჰყვა .   „კომერსანტი“ კი დაინტერესდა ეკონომიკური ექსპერტების აზრით  — რომელ კანონს გაიხსენებენ დარგის სპეციალისტები, რომელიც მმართველი გუნდის ლიდერის პოზიციას ეწინააღმდეგება.  


 
ზურა ჯაფარიძე - 
„პირველი რაც გამახსენდა, იყო საქართველოს კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, რომელსაც პარლამენტი იღებს ყოველი წლის ბოლოს და ფაქტობრივად შემდეგი წლის სამოქმედო გეგმას ამტკიცებს. ყველა ეს კანონი დაწყებული 2013-დან 2018-მდე ყველა არის მავნებლობა, ბევრი მიზეზების გამო. თუმცა, ამის გარდა ცხადია, კიდევ არის სხვა კანონები, რომლებიც მიიღო ოცნების ხელისუფლებამ და დამანგრეველი იყო ქვეყნისთვის —  ნაწილი იყო საზიანო.  მაგალითად, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი, საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მიღებული კანონი, უამრავი რეგულაციები სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული, იქნება ეს ტექდათვალიერების , სიგარეტის მოწევის აკრძალვის შესახებ კანონი, აკრძალვები ალკოჰოლზე თუ სხვა. ყველა ეს კანონები ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას. თუმცა ამით “ოცნება“ იღებდა მეტ ფულს ხალხის ჯიბეებიდან . ყველა ეს კანონი გამონაკლისის გარეშე არის ეკონომიკისთვის საზიანო. ეს ცხადია, არ ესმის ოხანაშვილს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვერც ვერასდროს გაიგებს.


ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძის განცხადებით, ასეთი კანონი ბევრია. მათ შორის, მიწის კანონი, რომელმაც შეზღუდა უცხოელების მხრიდან მიწის შესყიდვა,  კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ აუქმებს საგადასახადო განაკვეთის რეფერენდუმის გზით შეცვლის საკითხს.  ასევე იყო ბოლო წლების ბიუჯეტები, რომელიც მუდმივად ხარვეზებით ხასიათდებოდა.


„გადაწყვეტილებები, რომელიც  ეხებოდა სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, უფასო ხვნა-თესვას და სხვა კანონები. ამან გაფლანგა ბიუჯეტის თანხები და არანაირი შემოსავლები არ დატოვა. უდიდესი პრობლემა იყო ჯანდაცვის სისტემა, რადგან  ის კანონები, რომელიც ამ სფეროს ეხებოდა, ზღუდავდა კონკურენციას და  სოციალურად დაუცველი ადამიანები არაკომპეტენტური ექიმების ხელში დატოვა. კიდევ ძალიან ბევრი კანონია. ეს სასაცილო გამოწვევაა, როგორც ჩანს ეს ადამიანი ან ძალიან ცინიკოსია, ან  ჰგონია, რომ ხალხს დაეზარება ამაზე ფიქრი და ლაპარაკი. დიდი სია უნდა შედგეს და სახეზე უნდა აეფაროს,“— აცხადებს შეშელიძე.



საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელის გიორგი კეპულაძის თქმით, იმით ტრაბახი, რაც სიმართლესთან არ არის კავშირში, უბრალო პოპულიზმია.


„მოსახლეობაზე უარყოფითად აისახა, თუნდაც ბოლოს მიღებული საბანკო რეგულაციები. მართალია, ეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებში მმართველი პარტიაც მონაწილეობდა. შეუცდომელი არც ერთი მართველი ძალა არ არის, უბრალოდ, პოპულიზმია იმის განცხადება, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ადამიანებზე უარყოფითად აისახება. როდესაც აპელირებას იწყებენ, რომ უშეცდომოები არიან -  ეს არის ტყუილი.  ბევრი ისეთი კანონის მოძებნა შეიძლება, რომელმაც დიდად ვერ იმუშავა, ბევრი გადაწყვეტილება მიიღეს და შემდეგ უკან დაიხიეს, თუნდაც ეროვნული ბანკიდან ჯერ ზედამხედველობის გამოტანა, მერე მიხვდნენ, რომ არ იყო გამოსატანი და დატოვეს და ა.შ. ზოგადად ქართული ოცნება რეგულაციების შემოღებით “ანთებული“ მოვიდა ხელისუფლებაში. აღსანიშნავია ის სახელმწიფო საწარმოები და შპს-ები, რომლებიც დღემდე არსებობენ და რეალურად  ზარალზე გადიან.  ბევრი სახელმწიფო საწარმო არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება. პრივატიზაციის პროცესი, რომელიც თითქოს დაიწყეს, როდესაც ლარს გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ძალიან ნელი ტემპებით წავიდა. გვახსოვს ეკონომიკის სამინსიტროს შენობა, რომელიც გაყიდეს და იქ ჯერ არაფერი გაკეთებულია, ასევე ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა - დღემდე გაჩერებულია “, —  განაცხადა გიორგი კეპულაძემ.


 თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას უჭირს გაიხსენოს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიღებული კანონი, რომელმაც მოქალაქეების ცხოვრება გააუარესა. ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს ნავთობზე აქციზის განაკვეთის ზრდა, რომელმაც გარკვეული კუთხით სიტუაცია გააუარესა, თუმცა, ესტონურ მოდელზე იმოქმედა პოზიტიურად, რადგან რეინვესტირება 45%-მდეა ასული.


კომერსანტი





Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება
access_time2020-07-12 16:00:51
  8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.   22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.   მსგავსი გზით სხვა...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...


მსგავსი სიახლეები

up