„ეკონომიკური დიპლომატია ჩემი გაგებით ეს არის  ქართული  რბილი  ძალის პროეცირების საუკეთესო  საშუალება“ -  ვიქტორ ყიფიანი

„ეკონომიკური დიპლომატია ჩემი გაგებით ეს არის ქართული რბილი ძალის პროეცირების საუკეთესო საშუალება“ - ვიქტორ ყიფიანი

access_time2022-10-10 20:01:11

„ეკონომიკური დიპლომატია არ არის მხოლოდ ეკონომიკა,  არამედ  ეს არის უსაფრთხოების საკითხი. მდიდარი მოსახლეობა,  შეძლებული მოსახლეობა  ნიშნავს  მეტ  სტაბილურობას  ქვეყნის  შიგნით და  ჩვენ  ამ კუთხითაც  შეგვიძლია  ვთქვათ, რომ  დიახ  ეს  უსაფრთხოების  საკითხია“, -ამის შესახებ,  ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „საქართველოს ბანკის“, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ და მედია პლატფორმა „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა. მისი თქმით ეკონომიკური  დიპლომატიის ერთ-ერთი ამოცანა, სხვა ამოცანებთან ერთად  ბაზრების  მაქსიმალური  დივერსიფიცირება, მითუმეტეს ისეთ  ქვეყნისთვის, რომელიც ამდენ რისკსაა  დაქვემდებარებული.


„როდესაც  ჩვენ  ვსაუბრობთ  უსაფრთხოებაზე  შეიძლება  ეს  უსაფრთხოებას პირდაპირი  გაგებთ არ უკავშირდებოდეს , მაგრამ ეკონომიკური დიპლომატია ჩემი გაგებით ეს არის  ქართული  რბილი  ძალის პროეცირების საუკეთესო  საშუალება , ჩვენ სხვა ბუნებრივი  რესურსით  ან  შეიარაღების  დონით  ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ჩვენი ინტერესი,  ჩვენი უნარი და  ჩვენი ინტელექტი და თვისებები შეიძლება  ყველაზე უკეთ  სჭვიოდეს, ამიტომ  ეს არის  ჩვენი  კიდევ  ერთი  დამატებითი  წახნაგი სწორედ  ეკონომიკური  დიპლომატიის  ჭრილში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ  ვსაუბრობთ  ქვეყნის  პოზიციონირებაზე,  განსაკუთრებით  მაშინ როდესაც  ჩვენ  ვსაუბრობთ  ქვეყნის  ეკონომიკის  პოტენციალის  ზრდაზე,  ჩვენ ეკონომიკას  გააჩნია  ბუნებრივი  საზღვრები, იმ  საზღვრების  იქეთ  ჩვენ  რამდენიც არ  უნდა მოვინდომოთ ვერ  და არ გავალთ  ამიტომ ამ  თვალსაზრისით,  ჩემი აზრით  ძალიან არსებითია, რომ  რეგიონალური  კავშირების  განმტკიცებაში ჩვენ ეკონომიკური პოტენციალის  გამრავლება მოვახდინოთ  ,  განსაკუთრებით  მაშინ  როდესაც  მოგეხსენებათ რომ მიმდინარეობს საუბარი და ტენდენციები გლობალური მომარაგება მიწოდების  ჯაჭვების  გადაწყობის  შესახებ და ჩვენ როგორც ქვეყანა, როგორც მცირე  ზომის  ეკონომიკა,  როგორ  ჩავაშენებთ  ჩვენ ეკონომიკურ  სტრუქტურას  და ფაბრიკას რეგიონულ  ფაქტურაში ეს არის  ძალიან  არსებითი.  სწორედ  ბაქო  თბილისი  ჯეიჰანმა , სწორედ სამხრეთ  კავკასიის გაზსადენმა  მოახდინა  ის,  რომ ქვეყანა  დააჯინა  სწორედ  რეგიონალურ  და  სუბ რეგიონალურ  ეკონომიკურ რუკაზე, ამიტომ ეს ასევე  საფიქრალია.

 


როგორიც  არ უნდა იყოს  სტრუქტურა, როგორიც  არ უნდა იყოს  ეს კოორდინაციის  ქსოვილი, ერთი რამ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური  დიპლომატია  არ არის  მხოლოდ  საჯარო  მოხელე,  ეს თავის  მენტალიტეტით  უნდა იყოს  ბიზნესმენი, ეს უნდა იყოს  კორპორაციული მიდრეკილების მქონე  ადამიანი“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

 


თაკო კვაჭანტირაძე




Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up