ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია – ახალი პრემიერის ინიციატივა, რომელსაც ბიზნესი წლებია ელოდება

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია – ახალი პრემიერის ინიციატივა, რომელსაც ბიზნესი წლებია ელოდება

person access_time2016-01-20 12:41:56

ახლადდანიშნული პრემიერმინისტრი ბიზნესასოციაციებთან პირველივე შეხვედრაზე არაერთი ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის ერთ-ერთი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაა, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში ტრადიციული მიდგომაა, საქართველოში კი მისმა ამოქმედებამ დაიგვიანა. 


პრემიერი ამბობს, რომ პატიმრობები ეკონომიკურ დანაშაულზე თავიდან უნდა ავირიდოთ. შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესმენებმა პრემიერის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯია.

 

როგორც ჩანს, ახალ პრემიერს ამ მიმართულებით  საკმაოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რაც ბიზნესის ინტერესებს პასუხობს, რადგან ეს მისი თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტიაა. საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედებდა პრაქტიკა, როდესაც ბიზნესის განვითარება, სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფრთხის გამო, ფერხდება და ბიზნესს ხელისუფლებისადმი შიში აქვს. 

 

ბიზნესი რომ უფრო თავისუფალი და აპოლიტიკური იყოს, არ მოექცეს პოლიტიკური წნეხის ქვეშ, მაქსიმალურად უნდა იქნას განთავისუფლებული სისხლის სამართლებრივი დევნისგან. 


მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე განიხილოს აღნიშნული საკითხი. 

 

სამი წლის წინ ოპოზიციამ მსგავსი ინიციატივა დასვა, თუმა ის ჩავარდა. “დაკარგული“ სამი წლის შემდეგ, რა ვადებში და რა სახით შეიძლება ამოქმედდეს ეს კანონი? ამ თემაზე „კომერსანტს“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

 

ამნისტია, რომელიც სამი წლის წინაც იყო ინიცირებული, 2013 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის, ასევე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების პატიებას და  კონფიდენციალურობის დაცვის პირობით დაფარული ქონების ლეგალიზაციას ითვალისწინებდა. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ამ შემთხვევაშიც შემოთავაზებული იყო ეკონომიკური დანაშაულის წინასწარი პატიმრობებისგან გათავისუფლება.



ეს პროექტი თავის დროზე პარლამენტის სხდომაზე განსახილველად ოთხი კომიტეტის უარყოფითი დასკვნებით გაიტანეს, ეს კომიტეტები იყო: იურდიული, ადამიანის უფლებათა, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები.

 

„კომერსანტთან“ საუბრისას უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერენ. დეპუტატები ასევე განმარტებებს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი 2013 წელს შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტს.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ეკონომიკისთვის კარგი იქნება, რადგან მსგავს ცვლილებებს ინვესტორები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ინვესტიციის განხორციელებამდე ქვეყნის საგადასახადო სისტემას  კარგად ეცნობიან.


„ძალიან ხშირად ხდება ასეთი რამ: შედის საგადასახადო კომპანიაში, ნახულობს დარღვევას და ამისთვის იჭერენ პიროვნებას. თუმცა, საწარმო იმ თანხაზე მეტი ღირს, ვიდრე დარღვევაა. ამ დროს თავისუფლად შეიძლება, რომ დააყადაღო რეესტრში ქონება, რომ ვერ გაყიდოს და ვერ გადამალოს ქონება დამრღვევმა. რატომ უნდა დავიჭიროთ ადამიანი? ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, სიმშვიდეს. ინვესტორები როცა შემოდიოან, პირველ რიგში კითხულობენ როგორია საგადასახადო კანონმდებლობა, შედეგად, ამას საკმაოდ დიდი დადებითი გავლენა ექნება“,- აღნიშნავს კვიჟინაძე.


რაც შეეხება 2013 წელს შეტანილ ინიციატივას, რომელიც ასევე დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებდა, კვიჟინაძე ამბობს, რომ ცვლილებათა პაკეტს გარკვეული გადაკვეთა დღევანდელ ინიციატივასთან ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, მაშინ ძირითადი ყურადღება მიმართული იყო ეკონომიკურ ამნისტიაზე.


დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, რომ 2013 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული, ამნისტია ამოქმედებულიყო, რაც ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესს ეწინააღმდეგებოდა.

 

„ეს ინიციატივა მომავალზეა ორიენტირებული და არა წარსულის დანაშაულებზე. ის პროექტი უფრო ართულებდა სამართლიანობის აღგენის პროცესს, ვიდრე მომავალზე იყო ორიენტირებული, თუმცა, გარკვეულ ნაწილში ერთმანეთს ემთხვევა. მხოლოდ დეკრიმინალიზაცია არ იყო. მარტო ეგ რომ ყოფილიყო, ალბათ მივიღებდით“,-აღნიშნავს პაატა კვიჟინაძე და ამბობს, რომ თავის დროზე ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაცხადდა, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია უნდა მომხდარიყო.


ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მხარს დაუჭერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძეც, იმ შემთხვევაში, თუ პასუხი გაეცემა კითხვებს, რომლებიც მას ამასთან დაკავშირებით აქვს. ებანოიძე ამბობს, რომ 2013 წელს შემოტანილ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებითაც ჰქონდა კითხვები და მას მხარი სწორედ ამის გამო არ დაუჭირა.


მისი თქმით, კითხვები და რისკები ამ საკითხზე დღესაც არსებობს, მაგალითად, როგორ უნდა იქნას თავიდან აცილებული წინასწარ განზრახული დარღვევები. დეპუტატის განცხადებით, ერთი მხრივ, შესაძლებელია, საგადასახადო კოდექსის არასწორად წაკითხვის გამო არსებობდეს დარღვევები, თუმცა, მეორე მხრივ, დეკრიმინალიზაციით, შესაძლოა, ისარგებლონ გარკვეულმა ჯგუფებმა და განზრახ ჩაიდინონ დანაშაული.


„როგორ ავირიდებთ ამ ყველაფერს თავიდან? ეს კითხვები მექნება. თუ ყველა რისკს გამოვრიცხავთ, მხარს დავუჭერ ინიციატივას. კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ არ უნდა მისცეს ბიძგი თაღლითური სქემების წახალისებას. ამ საშიშროებას მე ვხედავ, ამ კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემის შემთხვევაში, მხარს ვუჭერ ლიბერალიზაციას“,- აცხადებს ებანოიძე.


რაც შეეხება ძველ, 2013 წლის ინიაციატივას, ებანოიძე აცხადებს, რომ მაშინ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა, რადგანაც ის ეკონომიკურ ამნისტიასაც გულისხმობდა.


„ამნისტია შეიძლებოდა შეხებოდა ისეთ საწარმოებსაც, რომლებიც არ არიან გადახდის უუნაროები და რეალურად შეუძლიათ თავიანთი ვალდებულებების გადახდა. საყოველთაო ამნისტიას არ დავუჭერ მხარს არც ახლა“,- აცხადებს ებანოიძე და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სეგმენტებს, სადაც რეალურად იყო ჩავარდნები, ხელისუფლება ისედაც დაეხმარა.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up