ეკონომიკური დანაშაული თუ დივერსია: წამლის სააგენტო საქართველოს წინააღმდეგ? (R)

ეკონომიკური დანაშაული თუ დივერსია: წამლის სააგენტო საქართველოს წინააღმდეგ? (R)

person access_time2016-02-16 13:31:11

წამლების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქართველოდან  ზედმეტად  ისევ გავა წლიურად 100 მილიონ დოლარზე მეტი…

 

 

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში წამალის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, შესაბამისად ამ პროდუქციის ფასებზე პირდაპირი გავლენა და ზემოქმედება აქვს იმ რეგულაციებს, რომლებიც წამალსა და იმპორტის პროცესებს აწესრიგებს.

 

 

მედიკამენტებზე ფასების შემცირების პირველი და ყველაზე საგრძნობი ეტაპი 2009 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებს უკავშირდება. აღნიშნული ცვლილებები მიმართული იყო ევროკავშირთან მეტად ინტეგრირებაზე, რის შედეგადაც გამარტივდა ევროკავშირისა და სხვა განვიტარებული ქვეყნებიდან წამლების იმპორტირების პროცესი.

 

 

ეს დაკავშირებული იყო საქართველოს წამლის კანონის 2009 წლის ცვლილებასთან, რომელმაც ხელი შეუწყო მომწოდებლების რაოდენობის და კონკურენციის ზრდას და გააიაფა პროდუქცია საქართველოს ბაზარზე.

 

 

სწორედ „პარალელური იმპორტის" დაშვებით დამოუკიდებელი და თუნდაც მცირე ზომის კომპანიებისათვის, შესაძლებელი გახდა უშუალოდ მწარმოებელთან პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე შემეტანა და საქართველოს ბაზარზე განეთავსებინა სამკურნალო საშუალებები. ამით გამოირიცხა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებთან ექსკლუზიური კონტრაქტების არსებობის გამო კონკურენციის შეზღუდვა. მოგეხსენებათ, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე შემომტანს (იმპორტიორს) შეეძლო მედიკამენტების შეძენა და შემოტანა მხოლოდ მედიკამენტების მწარმოებლისგან, ან მისი ექსკლუზიური წარმომადგენლის/დისტრიბუტორისაგან. შესაბამისად, ეს უკანასკნელი განსაზღვრავდა, რა ფასად უნდა შემოსულიყო მისი პროდუქტი ისეთ პატარა ბაზარზე, როგორიც საქართველო იყო. რა თქმა უნდა, ეს ფასი იყო მაღალი იმავე მწარმოებლის მიერ ევროპის ქვეყნებისათვის დადგენილ ფასთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედიკამენტების იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-სა და იმპორტის გადასახადისგან, რაც გაკეთდა იმისათვის, რომ ამ პროდუქტებზე ფასები ყოფილიყო მოსახლეობის უფრო ხელმისაწვდომი, საქართველოში წამლების ფასები მაინც ყველაზე ძვირი აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა სივრცეში.


 

 

რეგისტრაციის გამარტივებული (ე.წ. „აღიარებითი") რეჟიმისა და „პარალელური იმპორტის" („განსხვავებული შეფუთვა მარკირებით პირველადი შემოტანა) ინსტიტუტების შემოღებით ქართულმა სახელმწიფომ სწორედ რომ ბრძოლა გამოუცხადა ბაზრის მონოპოლიზებას, რაც გამოიხატებოდა მწარმოებელთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში თავად, ერთპიროვნულად დაედგინათ მათ მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტების როგორც ფასები, ასევე თავად, თავიანთი შეხედულებისამებრმ განესაზღვრათ იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, სადაც სურდათ ამა თუ იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია და რეალიზაცია.

 

 

ზემოთაღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შეზღუდა ფარმაცევტული კომპანიების „მწარმოებელდამოკიდებულება", სახელმწიფო არამცთუ აღარ „სთხოვდა" მწარმოებელს მის მიერ წარმოებეული ფარმაცევტული პროდიქტის მის ქვეყანაში რეგისტრაციას, არამედ თავადვე დაუშვა განვითარებული (ე.წ. „აღიარებული" - მთავრობის #188 დადგენილებით განსაზღვრული ჩამონათვალი) ქვეყნებიდან ამა თუ იმ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შემოტანა ყოველგვარი ხანგრძლივი რეგისტრაციის, მოსაკრებლისა და კონტროლის პროცედურების გარეშე. შესაძლებელი გახდა განვითარებული ქვეყნებიდან (აშშ, კანადა, იაპონია, ევროკავშირი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ისრაელი) იქ გაყიდვაში არსებული მედიკამენტების საქართველოში შემოტანა და რეალიზაცია მარტივად და ზედმეტი ბიუროკრატიული რეგულაციების გარეშე (მაგალითად: შეფუთვის სხვაობა, მარკეტინგული ავტორიზაცია და ა.შ.). ამ ცვლილებამ კანონში შეუწყო ხელი ახალი მცირე კომპანიების დაარსებას რომლებიც ჩაერთნენ მედიკამენტების იმპორტში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან.

 

 

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამძაფრდა კონკურენცია, რამაც ხელი შეუწყო მედიკამენტებზე როგორც საბითუმო, ასევე საცალო ფასების მნიშვნელოვან კლებას. სამომხმარებლო ფასების შემცირებით წლიურმა დანაზოგმა 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რამაც საბოლოოდ ეკონომიური ასახვა ჰპოვა როგორც მოსახლეობაზე, ისე კლინიკებზე, სადაზღვევო კომპანიებსა და სახელმწიფო ბიუჯეტზეც (ჯანდაცვის პროგრამების გათვალისწინებით). ამავდროულად, მედიკამენტებზე საბითუმო ფასების დაწევამ საფუძველი დაუდო რე-ექსპორტის განვითარებას და ადგილობრივ ქართულ კომპანიებს მიეცათ საშუალება გადაეყიდათ მედიკამენტები მეზობელ ქვეყნებში. 2014 წელს წინა წლებთან შედარებით მედიკამენტების ექსპორტ-რეექსპორტი გაორმაგდა და შეადგინა 100 000 000 აშშ დოლარზე მეტი, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის წარმოადგენს ვალუტის შემოდინების დამატებით წყაროს. (სტატისტიკა ამოღებულია სსიპ. „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო"-ს ვებგვერდიდან ).

 

 

საგანგაშოა და უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მხრიდან განხორციელებული ქმედებები ე.წ. „პარალელური იმპორტისა" და რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების შეზღუდვისკენაა მიმართული, რაც საბოლოოდ კონკურენტული გარემოს შემცირებას გამოიწვევს და ჩვენს ქვეყანას 2009 წლამდე არსებული მაღალი ფასების პერიოდში დააბრუნებს. ე.წ. „პარალელური იმპორტის" პროცედურების შეზღუდვა გაუმართლებელი და აშკარად ანტისახელმწიფოებრივია. გასათვალისწინებელია, რომ არანაირი ახალი რეგულაცია თუ შეზღუდვა არ დადგენილა საკანონმდებლო-ნორმატიულ დონეზე და ამჟამინდელი შეზღუდვა განპირობებულია კერძო ინტერესების ლობიზმითა და თანამდებობის პირთა მიკერძოებული ან გაუაზრებელი შეხედულებებით.

 


სამკურნალო საშუალებების დაშვების (რეგისტრაციის) პროცედურების ხელოვნურად, უკანონოდ გართულება პირდაპირ და მიზანმიმართულად მოქმედებს ფარმაცვეტულ ბაზარზე, წარმოიქმნება წამლის დეფიციტები და არსებულ მარაგებზე უკონკურენტო ფასნამატის გაკეთების შესაძლებლობა. შედეგად კომპანიებს, ვისაც არ აქვს პირდაპირი კავშირი მწარმოებელთან, უწევს პროდუქციის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისაგან მაღალ ფასად, რაც, საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებას იწვევს მომხმარებლისათვის.

 


აღსანიშნავია, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, კერძოდ ამ ორგანიზაციის წამლის სააგენტოს მხრიდან უკანასკნელ პერიოდში გამძაფრდა მცირე და საშუალო ზომის ფარმაცევტული კომპანიების (რომელთა ძირითადი საქმიანობა სწორედ პარალელური იმპორტია) მიმართ ტენდენციური დამოკიდებულება, რაც გამოიხატება ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში, არაარსებითი დეტალების (როგორიცაა წამლის შეფუთვაზე მარკირების ფერი და სხვა) გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებაში, პროდუქციის სარეგისტრაციო პროცესის შეფერხებაში, დამატებითი, კანონის მიღმა, არასაჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნაში, კანონით ნათლად დადგენილი უარისა და შეფერხების საფუძვლების უგულვებელყოფაში და ასე შემდეგ. სააგენტოს საქმიანობა აიძულებს წვრილ და საშუალო იმპორტიორებს, რომ ან გავიდნენ ბიზნესიდან, ან გადავიდნენ „არალეგალურ" ბრუნვაზე. ეს კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის კორუფციული ურთიერთობებისათვის. ეს ყველაფერი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რეგულირების სააგენტო ნებსით თუ უნებლიედ, უცოდინრობით თუ გამიზნულად, ერევა საბაზრო ურთიერთობებში, უგულებელყოფს მოსახლეობის ინტერესებს, ზღუდავს კონკურენციას და ამით აზიანებს ჯანსაღ საქმიან გარემოს და საქართველოს ეკონომიკას.

 


უამრავი მცირე და საშუალო ზომის კომპანია, რომელიც ჩართულია ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაში, აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო შეზღუდვების გამო დგას გაკოტრების ზღვარზე, რამოდენიმემ უკვე შეწყვიტა კიდეც საქმიანობა. ამას გარდა საქართველოს ეკონომიკას ასუსტებს გაუმართლებელი დანაკარგები, რაც საბოლოო ჯამში აისახება ყველა ჩვენთაგანზე. აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, აუცილებელია სწრაფად მოხდეს რეაგირება და რეგულაციებმა, რომლებიც იძლევა განვითარებული ქვეყნებიდან პროდუქციის მარტივად შემოტანის საშუალებას, შეუფერხებლად განაგრძოს მოქმედება.

 

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up