“ეკონომიკური ატაშეების სხვანაირ მოდელს ვქმნით, ისინი იქნებიან მიბმულები საელჩოებთან დესპანის პოზიციაში,” - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი მოდელის მიხედვით, ისინი აიღებენ იმ ფუნქციას, რაც ატაშეებისთვის იყო გამიზნული.
“ეს კეთდება იმისთვის, რომ ვთვლით, უფრო ახლო კოორდინაცია საელჩოებთან ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს; სწორედ იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ატაშეების ინსტიტუტი იყო შექმნილი,” - განაცხადა ქობულიამ.
შეგახსენებთ, კომერციული ატაშეების კონკურსი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, 2018 წლის 6 მარტს გამოცხადა. აპლიკანტებისგან განაცხადების მიღება კი, აპრილში დასრულდა. მთავრობას კომერციული ატაშეების დანიშვნა 6 ქვეყანაში სურდა - ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, თუმცა, ქვეყანას, ინვესტიციების მოზიდვის მოვალეობის შემსრულებლები, არცერთ აქ ჩამოთვლილ ქვეყანაში, ამ დრომდე არ ჰყავს.
ჯერჯერობით, ეკონომიკური დესპანების პოზიციაზეც არავინ დანიშნულა.
BMG