ეკონომიკურ ზრდაზე მთავარი გავლენა რეინვესტირებამ მოახდინა

ეკონომიკურ ზრდაზე მთავარი გავლენა რეინვესტირებამ მოახდინა

access_time2021-12-14 10:00:54

Covid-19-მა ინვესტიციებს დიდი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, სადაც უცხოური კაპიტალის მოზიდვა ეკონომიკის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება.  2021 წელს ინვესტიციები, რეინვესტირების გარეშე, ფაქტობრივად განულებულია.



როგორც საგადასახადო სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი აღნიშნავს, რეინვესტირება ინვესტიციების ზრდის მთავარი ფაქტორია და ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს.



,,პანდემიამ ყველაზე მეტად საინვესტიციო ბაზარი დააზარალა. ბევრ ქვეყანაში, სადაც აქამდე გაედინებოდა კაპიტალი, შეიძლება, ეკონომიკა უფრო მნიშვნელოვნად განიცდიდეს ვარდნას, ვიდრე ეს ტენდენცია საქართველოში შეინიშნება. მთელი მცდელობა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ბაზარი უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს,   ამასთან, დავანახოთ ინვესტორებს, რომ ქვეყანა მათ მიმართ კეთილგანწყობილია, რაც ინვესტიციების მოზიდვაში დაგვეხმარება. ვხედავთ, რომ რეინვესტირების გარეშე  ინვესტიციების მოცულობა 2%-ს  ვერ აღწევს,  ამ მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემაა. როგორც წესი, რეინვესტირება ის კაპიტალია, რომელიც მოგების სახით მიიღო უცხოელმა ინვესტორმა და  წარმომავლობის ქვეყანაში გატანის ნაცვლად, საქართველოს ეკონომიკაში დააბანდა. ასეთ გადაწყვეტილებას ინვესტორი მაშინ იღებს, როცა შედარებით უკეთესი, პროგნოზირებადი საინვესტიციო გარემოა და ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს“, - ამბობს ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“.



როგორც წესი,  საგადასახადო პოლიტიკა საქართველოში ძირითადად ესტონური მოგების გადასახადის მოდელზეა აწყობილი.  ჩარგეიშვილის თქმით, რეინვესტირებაზე  ამ მექანიზმის დანერგვამ  ერთ-ერთი დიდი გავლენა მოახდინა.




,,თავის დროზე, ესტონური მოდელის შემოღება იყო ერთგვარი სტიმული, რომ კომპანიის ბიუჯეტში დარჩეს მოგება, არ დაიბეგროს და მთელი ეს რესურსი კვლავ წარმოებას და რეინვესტირებას მოახმარონ. ამ მხრივ ესტონური მოდელი საუკეთესოა.  დინამიკას თუ დავაკვირდებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ბოლო წლების განმავლობაში რაღაც მაინც არის შენარჩუნებული, ძირითადად რეინვესტირების ხარჯზეა. როგორც აღვნიშნე, ამას ესტონურ მოდელზე გადასვლამ შეუწყო ხელი და წაახალისა რეინვესტირება.  ეკონომიკურ ზრდაზე იგი უდავოდ დადებითი გავლენის მომხდენია, ინვესტიციებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მთავრობა მსოფლიო ბანკის ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს და რეინვესტირებისკენ მიმართავს ყურადღებას“, - ამბობს ჩარგეიშვილი.

 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის  მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტიციით იყო განპირობებული, რომელიც წლიურად 138.1%-ით გაიზარდა და მთლიანი ინვესტიციების 98.1% შეადგინა. 



აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო სექტორი (87.1 მლნ აშშ დოლარი, -32.9% წ/წ), ენერგეტიკის სექტორი (69.3 მლნ აშშ დოლარი, +101.5% წ/წ), დამამუშავებელი მრეწველობა (54.8 მლნ აშშ დოლარი, +88.8% წ/წ) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (42.5 მლნ აშშ დოლარი, +300.6% წ/წ). 



უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (60.9 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდები (59.8 მლნ აშშ დოლარი) და ჩეხეთი (36.0 მლნ აშშ დოლარი).



ჯამურად, 2021 წლის პირველ 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3.2%-ით გაიზარდა და 728.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 5.5%-ია.

 

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up