ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 5856 საქმიანობა დარეგისტრირდა

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 5856 საქმიანობა დარეგისტრირდა

access_time2017-02-14 14:14:14

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2016 წელს 5856 საქმიანობა დარეგისტრირდა. მათ შორის 3229 საქმიანობა საპარიკმახეროებისა და სილამაზის სალონების მომსახურებას უკავშირდება.

 

 


როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრი ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოება სააგენტომ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ყველა ის პირი, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან ან საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასა თუ შრომით მოწყობაში დახმარებასთანაა დაკავშირებული, ვალდებულია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდეს. დანარჩენ შემთხვევაში კი რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მომსახურების მიღება იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

 

 



ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი ბიზნესსუბიექტების შესახებ მაღალი ხარისხის, სარწმუნო მონაცემთა ბაზის ფორმირებას ითვალისწინებს, რომელშიც თავმოყრილია სრული ინფორმაცია ბიზნესსუბიექტების საქმიანობების შესახებ. სისტემურად აღრიცხული, მუდმივად განახლებადი საჯარო მონაცემთა ბაზა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობასთან და ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სტატისტიკისა და კვლევების წარმოებას, საქართველოსა თუ ევროკავშირის მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ინფრომაციის მარტივად მიწოდებას.

 

 


ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ ეროვნულ კლასიფიკატორს ეფუძნება, რაც მასში გაერთიანებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს არა მარტო ადგილობრივი, არამედ გლობალური მასშტაბითაც ხდის. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანია ნაბიჯია.

 

 

 

 




მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up