ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდოგრაფიულმა სამსახურმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდოგრაფიულმა სამსახურმა" ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა

access_time2019-11-08 12:44:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდოგრაფიულმა სამსახურმა" ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა. ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის AIS (AUTOMATIC IDENTIFICATION SYSTEM) სპეციალური არხის მეშვეობით გადაცემული სიგნალებით გემებს მიეწოდება ინფორმაცია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის სივრცეში და პორტებში არსებული მცურავი სანავიგაციო ნიშნების ლოკაციის შესახებ, სპეციალურ ელექტრომონიტორებზე მათი ვირტუალურად გამოსახვის სახით.


სისტემა ასევე უზრუნველყოფს ნაოსნობისთვის აკრძალული და დროებით აკრძალული რაიონების საზღვრების კონტურის ზუსტი ციფრული გამოსახულების ასახვას პროგრამაში, რაც მცურავ საშუალებებს დახურული რაიონებისგან კურსის არიდებას გაუადვილებს და შეამცირებს საზღვაო ინციდენტების რისკებს.



საზღვაო ნავიგაციაში GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემის) სიგნალებზე მთელი რიგი ზემოქმედებების შედეგად, როგორიცაა: იონოსფეროსა და ტროფოსფეროს გავლის შედეგად წარმოქმნილი შეყოვნებები, სატელიტის ორბიტის, სატელიტის საათის, რესივერის ხმაურის და სხვა ტექნიკური ზემოქმედებების გავლენა კოორდინატების უზუსტობას იწვევს. აღნიშნული ხარვეზები სწორედ AIS სისტემის DGNSS მაკორექტირებელი ფუნქციით გამოსწორდება, რაც საქართველოს საზღვაო სივრცეში ამ კუთხით არსებულ ცდომილებას აღმოფხვრის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში (IMO Resolution A. 915 (22) Rev. Mar 2010) მოაქცევს.


აღსანიშნავია, რომ, ავტომატური იდენტიფიცირების სისტემას მრავალი ფუნქცია გააჩნია, რომელთა გააქტიურება სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ საქართველოს საზღვაო სივრცეში ნავიგაციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.


„კომერსანტი“





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...


მსგავსი სიახლეები

up