ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით საქართველოს სექტემბერში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ეწვევიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით საქართველოს სექტემბერში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ეწვევიან

access_time2020-06-10 17:22:42

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოხების პროგრამის ჩართულობით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ე.წ. საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტი იგეგმება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



სამინისტროს ცნობითვე, ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს, შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.



აღნიშნული მიზნით, განხორციელდა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებიდან 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი კომუნიკაცია საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან არ ყოფილა და ეს პირველი შემთხვევაა.




საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს, რომლებიც ამზადებენ ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პროფილებს და პოტენციურ ინვესტორებს დახმარებას უწევენ მომავალი საინვესტიციო ადგილების შერჩევაში.



გამოცდილებიდან გამომდინარე, მსგავსი საკონსულტაციო კომპანიების უმეტესობა არასრულ ინფორმაციას ფლობს საქართველოს შესახებ და პოტენციური ინვესტორების მხრიდან ახალი საინვესტიციო მდებარეობის შერჩევის მოთხოვნის შემთხვევაში, კონსულტანტების უმეტესობა არ განიხილავს საქართველოს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან მუშაობა საქართველოსა და მისი ბიზნეს კლიმატის უპირატესობების შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით, რათა შემდგომში მათი მხრიდან აქტიურად მოხდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური ინვესტორებისთვის.



„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, სააგენტომ „აწარმოე საქარართველოში მოახდინა 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს მათი ნაწილის მხრიდან მზაობა, რომ სექტემბერში, ბუნებრივია პანდემიის ვითარების გათვალისწინებით, ისინი საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტციო მიმზიდველობას. ნაწილთან კი აქტიურ რეჟიმში ხდება ონლაინ შეხვედრების გამართვა“, - აღნიშნავენ სამინისტროში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up