ბინები, მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი და მისი ოჯახი

ბინები, მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი და მისი ოჯახი

access_time2020-12-19 14:21:23

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 ნოემბერს შეავსო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მინიტრმა დაკავებულ თანამდებობაზე, გასულ წელს ხელფასის სახით - 69 048 ლარი მიიღო. რაც შეეხება ნათია თურნავას უძრავ-მოძრავ ქონებას, მის საკუთრებაშია: 2020 წელს საჩუქრად გადაცემული 63,3 კვ.მ ბინა დედაქალაქში. ასევე, საჩუქარია 130,79 კვ.მ ბინა თბილიში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც 2003 წელს გადაეცა. მინისტრმა 2010 წელს შეიძინა ავტოფარეხი და ბინა თბილისში, რაშიც ჯამში - 66 400 აშშ დოლარი გადაიხადა. 2016 წელს კი, საჩუქრად გადაეცა 1615 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ არაშენდაში. გარდა ამისა, ნათია თურნავას მეუღლის, დავით ვეშაპაძის სახელზეა: 2020 წელს საბანკო სესხით შეძენილი, 207 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რომლის ღირებულბა 75 000 აშშ დოლარს შეადგენს; ამავე მიწაზე არსებული 320 კვ.მ დაუმთავრებელი ბინა, რაშიც 2018 წელს 239 746 ლარი გადაიხადა. დავით ვეშაპაძემ 2011 წელს შეიძინა ორი მიწის ნაკვეთი სოფელ ჰერეთისკარში, რომლის ჯამური ღირებულება 50 000 აშშ დოლარია. 2015 წელს კი, 380 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში (ზემო ვაკის შესახვევი I), რაშიც 100 000 აშშ დოლარი გადაიხადა. მინისტრის მეუღლეს 2008 წელს საჩუქრად გადაეცა 63,3 კვ.მ ბინა თბილისში. 2017 წელს კი, ბინა შეიძინა ბათუმშიც, რომლის ღირებულება 69 880 ლარია. ამასთან, დავით ვეშაპაძის სახელზეა 2011 წელს შეძენილი ავტომობილი Mercedes Benz ML class 2011, რომლის ღირებულება 43000 აშშ დოლარია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნათია თურნავა ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშზე - 120,44 აშშ დოლარს, თი–ბი–სი ბანკის“ საბარათე ანგარშზე - 411,23 ევროს, 8 908 ლარს და 499,32 დოლარს. აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავა არის შპს სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი საქართველოს 15%-ანი წილის მფლობელი და სს კონსტანტა საქართველოს აქციონერი.

bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up