ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ რეგიონალურ საზღვაო და სარკინიგზო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ რეგიონალურ საზღვაო და სარკინიგზო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-04-29 14:10:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საზღვაო და სარკინიგზო ფორუმის ,,Connecting Eurasia: Smart Ports and Rail Forum“ გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ვირტუალური ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის და საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოების თანაორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს საზღვაო და სარკინიგზო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების განხილვას და აშშ-ის და საერთაშორისო დაფინანსების ინსტრუმენტების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.


„ჩვენ მივესალმებით აშშ - ის კომერციის დეპარტამენტის მხარდაჭერილ ღონისძიებას, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოზე, აზერბაიჯანსა და თურქეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც ეს ქვეყნები ახორციელებენ. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საკუთარი საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და ამარტივებს რეგულაციებს, რომლებიც მიმართულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და მასში ახალი სატრანზიტო ტვირთების მოზიდვისკენ,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.


გენადი არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ციფრული ტექნოლოგიების და გადაწყვეტების როლზე უსაფრთხო, სანდო და ეფექტური სატრანსპორტო ოპერაციების უზრუნველყოფაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის და სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. „აღნიშნულ პროექტს ჩვენ აშშ - ის მთავრობის მხარდაჭერით ვახორციელებთ. ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი მოიზიდავს საქართველოს პორტებში მეტ გემებს, უშუალოდ საპორტო სერვისების განვითარება კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ პერიოდში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



გენადი არველაძემ ასევე აღნიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონალური მნიშვნელობისაა და ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების მიმზიდველობის გაზრდას. ამასთან, ხაზი გაესვა ამერიკულ ინვესტიციებს ქვეყანაში სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაში.


განსაკუთრებული ყურადღება გენადი არველაძემ დაუთმო რეგიონალური თანამშრომლობის და ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების და პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას საერთაშორისო ინიციატივებში უფრო აქტიური ჩართულობისათვის, მათ შორის ტრანსატლანტიკური კავშირების განვითარების მიმართულებით.


ქართული მხრიდან ფორუმში მონაწილეობას ასევე ღებულებენ საქართველოს რკინიგზის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. ამასთან, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up