ეკონომიკის სტიმულირებისთვის პრიორიტეტად ვაქცინაცია რჩება - IMF

ეკონომიკის სტიმულირებისთვის პრიორიტეტად ვაქცინაცია რჩება - IMF

access_time2021-11-21 14:00:30

ეკონომიკური პერსპექტივის უახლესი ანგარიშის მიხედვით, “საერთაშორისო სავალუტო ფონდის” (IMF) პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 4.35%, ხოლო 2022 წელს - 4.1% იქნება. ჯიჰად აზური, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი, რეგიონის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მიმოიხილავს. 

კავკასიისა და ცენტრალური აზიის (CCA) რეგიონში ეკონომიკური აღდგენის სტატუსი 

ეკონომიკური აღდგენა უფრო ძლიერი სავაჭრო პარტნიორის ზრდით, პოლიტიკის მხარდაჭერითა და ფულადი გზავნილების მეშვეობით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიუხედავად ეპიდემიური აფეთქებებისა, ბოლო დროს საგრძნობლად დაჩქარდა ვაქცინაცია და ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად, აზერბაიჯანს და ყაზახეთს წელს კარგ პროგრესი აქვს. ვაქცინაცია საკვანძო მნიშვნელობისაა, მათ შორის ტურისტული საქმიანობისთვის, და საჭიროა დამატებით 14 მილიონი ვაქცინის მიწოდება CCA-ში საზოგადოებრივი იმუნიტეტის მისაღწევად.

მიუხედავად იმისა, რომ აღდგენა 2022 წელსაც გაგრძელდება, ის, სავარაუდოდ, იქნება არათანაბარი და ასევე, წინააღმდეგობებითა და გაურკვევლობით აღსავსე. 

რეგიონისთვის ახალი გამოწვევა იქნება ინფლაცია, რომელიც, მიმდინარე წელს სავარაუდოდ, 8,55%-მდე გაიზრდება. მასზე აისახება საკვებისა და საქონლის გლობალური ფასები და აღდგენის მუდმივი მოთხოვნა. რეგიონის პოლიტიკის შემქმნელებმა სიტუაციას ზოგადად მონეტარული პოლიტიკის სათანადო გამკაცრებით უპასუხეს. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება, თუმცა ცენტრალურმა ბანკებმა ყურადღებით უნდა აკონტროლონ ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინი. სურსათზე ფასების ზრდა ასევე შემაშფოთებელია ღარიბებზე მისი არაპროპორციული გავლენისა და სოციალური უკმაყოფილების გაღვივების რისკის გამო. 2020 წლის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის მკვეთრი გაუარესების შემდეგ, ფისკალური ბალანსი გაუმჯობესებას დაიწყებს. 

ძირითადი გამოწვევები

2020 წელს რეგიონის უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 8,7%-მდე გაიზარდა. 2018-19 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ეს ნიშნავს 0,8 პროცენტული პუნქტით ზრდას, რითაც ყველაზე მეტად ახალგაზრდები, ქალები და მიგრანტები დაზარალდნენ. არალეგალურად დასაქმებულები, რომლებიც CCA-ს ქვეყნებში სამუშაო ძალის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე წინა ლოკდაუნის დროს. ანალოგიურად, პანდემიამ მთელს რეგიონში მცირე ფირმებზე უფრო მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია.

რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორისაა ეკონომიკური იარების, არსებული სიმდიდრის, შემოსავლებისა და სოციალური უთანასწორობის გაღრმავებისა და, საბოლოო ჯამში, მუდმივი სუსტი ზრდის რისკი. 

პოლიტიკის პრიორიტეტები

CCA-ს ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ბალანსი და გადალახონ მოკლევადიანი გამოწვევები, ასევე ჩაუყარონ საფუძველი ტრანსფორმაციული აღდგენას. 


საჩქარო პრიორიტეტია გაგრძელდეს ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მხარდაჭერის საჭიროებების დაკმაყოფილება. სიცოცხლის გადასარჩენად, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის და უთანასწორობის შესამცირებლად ყველაზე გადაუდებელ პრიორიტეტად რჩება მასშტაბური ვაქცინაცია. იმისათვის, რომ არავინ ჩამორჩეს, აუცილებელია უფრო ძლიერი რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა ვაქცინაციის პროცესში. 

ქვეყნებს ბალანსის შესანარჩუნებლად მოუწევთ პოლიტიკის ზედმიწევნით მორგება. როგორც აღინიშნა, ინფლაცია მოითხოვს ზედმიწევნით მონიტორინგს. შესაძლოა, საჭირო გახდეს საპროცენტო განაკვეთის შემდგომი ზრდა, თუ ინფლაციის მოლოდინი ზედმეტად გაიზრდება. ფისკალური სივრცის შეზღუდვის გათვალისწინებით, დამატებითი მიზნობრივი მხარდაჭერა დასჭირდება სულ უფრო მეტ ოჯახს, რომლებიც ყველაზე მეტად გაჭირვებულნი არიან და ასევე, გაჭირვებულ, მაგრამ სიცოცხლისუნარიან ფირმებს.

ამავდროულად, საჭიროა პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება რეგიონის მთავარ გამოწვევის დასაძლევად: თუ როგორ გავზარდოთ ეკონომიკა და როგორ გავხადოთ ის უფრო ინკლუზიური. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომლებიც მიგვიყვანს უფრო ბაზარზე დაფუძნებულ ეკონომიკამდე, შეამცირებს და მიმართულებას უცვლის სახელმწიფოს როლს.

ასევე, საჭიროა დამატებითი ნაბიჯები უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, დასაქმების მხარდასაჭერად და რისკების შესამცირებლად. რეგიონმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებისა და სოციალური დაცვის ქსელების გაძლიერებაზე. უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად, ქვეყნებს შეუძლიათ გააუმჯობესონ სასწავლო პროგრამები, უზრუნველყონ დასაქმების სტიმული, იმისათვის, რომ დაეხმარონ დასაქმებულებს უფრო პროდუქტიულ სექტორებზე გადასვლაში და ასევე, ხელი შეუწყონ  ფორმალურ სექტორში ახალგაზრდებისა და ქალების დასაქმების შესაძლებლობების რეალიზებას. ეს ძალისხმევა შეიძლება ხელშეწყობილი იყოს ზომებით, რომლებიც ამცირებს არაფორმალურ სფეროს და ხელს უწყობს კერძო სექტორში დასაქმებას, მათ შორის უფრო ძლიერი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფის გზით. 

არსებული მომენტი მოითხოვს სახელმწიფო საწარმოების მიზნებისა და მათი მმართველობის გადაფასებას. კონკურენციის გაზრდის მიზნით დაგეგმილ რეფორმებთან და ბიზნეს გარემოს გაფართოებასთან ერთად, ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ფისკალური რისკების შესამცირებლად და კერძო სექტორის ზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

ტრანსფორმაციული აღდგენა

CCA ქვეყნები ასევე ორიენტებული უნდა იყვნენ მომავალზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ აღდგენა რეგიონში გარდაქმნისთვის. ამისთვის არსებითი იქნება გლობალური ტენდენციების კაპიტალიზაცია, მათ შორის ციფრულ და კლიმატისადმი მდგრად ტექნოლოგიებში ინვესტიციის გზით. საჭიროა რეფორმები ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მხარდასაჭერად. გასაძლიერებელი სფეროები მოიცავს განათლებასა და წვრთნას, შიდა ფინანსურ ბაზრებს, ბიზნეს გარემოს და მმართველობას.

მრავალმა ქვეყანამ კრიზისის მართვისთვის გაციფრულებას მიმართა. სოციალური უსაფრთხოების ქსელების მხარდასაჭერად, ახალი ზრდადი სექტორების განვითარებისთვის და რეგიონის გლობალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად ის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება. 

CCA-ს ბევრ ქვეყანაში კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების სიხშირე და ფასი უკვე მაღალია. მოსალოდნელია, რომ მომდევნო ათწლეულებში ის სტაბილურად გაიზრდება, რის გამოც კლიმატის ადაპტაციისთვის საჭიროა ძალისხმევის გაწევა. მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად, რაც ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკაზე გლობალური გადასვლის შემადგენელი ნაწილი, რამდენიმე ქვეყნისთვის ეკონომიკური დივერსიფიკაცია და ადრეული რეფორმების დაგეგმვა გადამწყვეტი იქნება.

მიზნობრივი კლიმატის ინვესტიციები ხელს შეუწყობს მომავალი თაობისთვის ახალი, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას და დინამიკური კერძო სექტორების აშენებას.

სავალუტო ფონდის მხარდაჭერა

CCA რეგიონი მარტო არ იქნება, როდესაც ის აგრძელებს პანდემიასთან ბრძოლას და ეკონომიკის აღდგენას, რაც მას უფრო მდგრად და ინკლუზიურ გზაზე დააყენებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი უზრუნველყოფს მჭიდრო ტექნიკურ მხარდაჭერას და კონსულტაციებს პოლიტიკის შესახებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში.

პანდემიის დაწყების დღიდან ახალი დაფინანსებით ის რეგიონს $1.4 მილიარდით დაეხმარა და გამოყო $4.1 მილიარდი სესხების სპეციალური უფლებებისთვის.

პანდემიის დროს CCA ქვეყნებსა და IMF-ს შორის პარტნიორობა გაძლიერდა. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ რეგიონს კრიზისიდან გამოსვლაში, რათა ის უფრო ინკლუზიურ, გამძლე და მწვანე მომავლისკენ მიმავალ გზაზე დადგეს.





პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით
access_time2022-08-15 15:00:47
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების...

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
access_time2022-08-15 15:40:18
მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან...

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500 და 2,8600 ლარი ღირს

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500  და 2,8600 ლარი ღირს
access_time2022-08-15 13:00:23
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8050  ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7050 კურსით დაიწყო.   12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი...

შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს - ივანე ჩხაიძე

შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს - ივანე ჩხაიძე
access_time2022-08-15 14:00:14
შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს ინფიცირების შემთხვევები. „კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან...

საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს

საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს
access_time2022-08-15 12:00:57
საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს. „საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისთან შედარებით 10 ლარით არის შემცირებული, წლიურად კი თითქმის 61.8 ლარით არის გაზრდილი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 217.3 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები საარსებო მინიმუმის დათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ცვლილება...


მსგავსი სიახლეები

up