მთავრობამ პანდემიის მართვა და ეკონომიკის სტიმულირება ვერ შეძლო - რამაზ გერლიანი

მთავრობამ პანდემიის მართვა და ეკონომიკის სტიმულირება ვერ შეძლო - რამაზ გერლიანი

access_time2021-10-27 12:00:52

ეკონომიკის სტიმულირებისთვის ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები სპეციალისტებს არასაკმარისად მიაჩნიათ. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ პროექტების დაფინანსება სახელმწიფოს მილიარდობით ლარი უჯდება, არაეფექტური ხარჯვის მაღალი რისკის და სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერც ეკონომიკა და ვერც მოსახლეობა ამით რეალურ სარგებელს ვერ იღებს. ეკონომიკური და ფინანსური ბაზრის მკვლევარები ,,კომერსანტთან“ აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკას ასულდგმულებს ფულადი გზავნილები და საექსპორტო საქონლისა და მომსახურებით შემოსული ფინანსური ნაკადები, რაც მდგრადი განვითარებისთვის საკმარისი არ არის და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს.

 


ასეთ ფონზე, როგორც ანალიტიკოსი და ფინანსისტი ნიკა შენგელია განმარტავს, სებ-იც და მთავრობაც თავიანთ საქმეს აკეთებენ და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ვერ ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რის გამოც მოუგვარებელია  ყველა ფუნდამენტური საკითხი, რამაც რეალური სექტორის განვითარება და დასაქმება უნდა უზრუნველყოს.

 


,,სტიმულირების მიზნით რამე რეალური თუ კეთდება, მინიმუმ, 3 თვეში უნდა დაეტყოს ეკონომიკას. გვიმტკიცებენ, რომ ეკონომიკა დუღს და ამაში დიდი წვლილი მიუძღვით, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. დღესდღეობით ეკონომიკას ასტიმულირებს ფულადი გზავნილები, ეს ფული რომ არ შემოსულიყო და წარმოებაში ჩაედოთ, მაშინ გვექნებოდა ჩვენ რეალური ეკონომიკური ზრდა, რაც აისახებოდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როცა მშპ-ს ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობას არ ასახავს. ასეა 1980-იანი წლების შემდეგ, ეკონომიკას ასტიმულირებს წარმოების ზრდა და მწარმოებლური მომსახურების და საქონლის პროდუქციის გამოშვება, ამაზეა ერის ბედნიერების ხარისხი დაფუძნებული, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით დიდი უკუსვლა გვაქვს და ეკონომიკა სერიოზულ პრობლემას განიცდის“, - ამბობს შენგელია ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება უშუალოდ ეროვნული ბანკის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, შენგელია ფიქრობს, რომ არც მას გაუკეთებია ისეთი რამ, რაც ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებდა.



,,ეროვნული ბანკის საქმიანობის მანძილზე მისი ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო 60-მილიონიანი ინტერვენცია, რაც არჩევნების წინ, 30 სექტემბერს განახორციელა.  ეს აუცილებელი იყო, რათა ლარის გაუფასურება ფსიქოლოგიურ ფაქტორს არ გამოეწვია.  ეკონომიკური პროცესი შენელებულია. იმპორტი მცირდება მოთხოვნის შემცირების ხარჯზე, ხოლო მოთხოვნას ასტიმულირებს ის თანხა, რასაც ძირითადად ემიგრანტები აგზავნიან საქართველოში. როდესაც ეკონომიკა დოვლათს ვერ ქმნის, უმუშევრობა და ღარიბთა რაოდენობა მატულობს, ეკონომიკურ სასწაულებზე საუბარი გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, ჩაკეტილი ეკონომიკის შემდეგ ზრდა ბუნებრივია, მაგრამ ეს მოდის რამდენიმე კომპანიაზე, გაზრდილია მანქანების რეექსპორტი, ნედლეულის ექსპორტი და სხვა. გადამუშავებაში  ფული არ იდება და ვერ ასაქმებენ მოსახლეობას. ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი როლი აკისრია სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს, მაგრამ ამისგანაც ნაკლებ სარგებელს იღებს მოსახლეობა, რადგან სამთავრობო პროგრამებით სარგებლობენ ძირითადად მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიები და პირები. არც სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ტენდერებია გამჭვირვალე და ადგილი აქვს პირდაპირ შესყიდვებს,  ამასაც მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები აკეთებენ. შესყიდვების 80%-მდე ტენდერების გარეშეა, ნორმალურად რომ მიმდინარეობდეს ეს პროცესი, ინკლუზიურად განაწილდებოდა მოსახლეობაში  და შედეგი მეტი იქნებოდა. ამდენად, ის მექანიზმი, რითაც მთავრობა უნდა ასტიმულირებდეს ეკონომიკას, ჩავარდნილია“, - აცხადებს ნიკა შენგელია.



ეკონომიკის სტიმულირების მიზნით სებ-ისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისად მიაჩნია ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორს რამაზ გერლიანს.


 


,,სებ-ის პოლიტიკა აბსოლუტურად არათუ ასტიმულირებს, პირიქით, სწირავს ეკონომიკას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ფული გააძვირეს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ამ მიზანს ემსახურება და უარყოფითად მოქმედებს ინვესტიციებზე და ბიზნეს აქტივობებზე. შესაბამისად, ეს ზეგავლენა ეკონომიკის მასტიმულირებელი ვერ იქნება. ეროვნული ბანკის პოლიტიკა საზოგადოების კეთილდღეობას ამცირებს. მეორეს მხრივ, მსყიდველუნარიანობაზე ცუდად აისახება, იზრდება ფასები. ნომინალში იგივე შემოსავლების შემთხვევაშიც კი მოსახლეობა ყიდულობს ნაკლებ საქონელს, რაც ბიზნესსაც აწვება და მოქალაქეებიც ზარალდებიან.  ეს ხდება ეროვნული ბანკის  ,,დამსახურებით“, რაშიც მთავრობასაც მიუძღვის წვლილი, ვინაიდან ფულის მასის ზრდა და ზედმეტი  ხარჯი ძირითადად არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის გამო, მისი უსაზღვრო ხელგაშლილობით არის გამოწვეული“, - აცხადებს გერლიანი.



ეკონომისტი აქცენტს წარმოების მხრივ არსებულ პრობლემაზეც აკეთებს და დასძენს, რომ ვერც პანდემიის მართვის, ვერც ეკონომიკური განვითარების კუთხით, გამოწვევებს მთავრობამ თავი ვერ გაართვა.



,,წინასაარჩევნოდ იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკური პროექტები წარედგინათ, სოციალური თემებით შემოიფარგლნენ. ამას ვისმენდით მთავრობისგან და უკვე ოპოზიციაც დაემატა. ერთმანეთს ეჯიბრებიან ხალხის ფულიდან ვინ უფრო მეტს გაიღებს, მაგალითად,  კარაქის საყიდლად, მაშინ როცა კარაქის წარმოებასა და მის ხელშემწყობ ღონისძიებებზე არავინ ფიქრობს. ფულადი რესურსი არარაციონალურად იხარჯება, ტრილიონობით ქონება ხელში უჭირავთ და ეს არის გაყინული ფული, რის ფონზეც ეკონომიკის სტიმულირებაზე საუბარი გადაჭარბებულია. ეკონომიკას თუკი რამე აცოცხლებს, შემოსავლებია, რასაც უცხოეთში გამოიმუშავებენ ჩვენი მოქალაქეები ექსპორტის სახით გასული მომსახურება და ასევე საექსპორტო საქონელი“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ რამაზ გერლიანი.



 შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობამ $1,084 მლრდ შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – მხოლოდ $366 მლნ იყო. გზავნილების ოდენობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემზე თითქმის 3-ჯერ, ანუ დაახლოებით $718 მილიონით მეტია.



2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც უკვე პარლამენტშია, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა ექვსი პროცენტით უნდა გაიზარდოს.



დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია გლობალურ ეკონომიკაში. პანდემიამ ეკონომიკური რეცესია გამოიწვია საქართველოშიც, რის შედეგადაც მივიღეთ რეალური ეკონომიკური კლება 6,2 პროცენტის ოდენობით.



რაც შეეხება სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ მიერ გაცემულ რესურსს, სხვადასხვა პროექტის  ფარგლებში განხორციელდა 1.8 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და სულ შეიქმნა 24 205 სამუშაო ადგილი.

 


სპეციალისტების სკეპტიკური შეფასების მიუხედავად, მთავრობა თავს იწონებს, რომ საქართველოს აქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და „ეკონომიკა დუღს“.

 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up