“ეკონომიკის სამინისტროში ან ეიფორიაში არიან, ან ვერ ხვდებიან ქვეყანაში რა ხდება“ - ლევან კობერიძეს ანტიკრიზისული გეგმის ნაცვლად „ციფრული ნომადების” აღწერა გაუგზავნეს

“ეკონომიკის სამინისტროში ან ეიფორიაში არიან, ან ვერ ხვდებიან ქვეყანაში რა ხდება“ - ლევან კობერიძეს ანტიკრიზისული გეგმის ნაცვლად „ციფრული ნომადების” აღწერა გაუგზავნეს

access_time2019-08-13 13:00:36

“პასუხი, რაც მივიღე ეკონომიკის სამინისტროსგან გაკვირვებასაც აღარ იწვევს, ეს არის უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის შეჯამება. მთავრობის მაღალჩინოსნები ტელევიზორში გამოდიან და იძახიან, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმა გვაქვს და მცირე და საშუალო ბიზნესს დავეხმარებით, ჯერჯერობით დავინახეთ მხოლოდ ის, რომ Georgian Airways-ს მილიონ ორასი ათასი გამოუყვეს სუბსიდიის სახით, მეტი არაფერი. კონკრეტულად გავუგზავნე კითხვა ეკონომიკის მინისტრს, რა გეგმა აქვს მთავრობას სამასპინძლო ბიზნესზე, ტურიზმთან დაკავშირებით და მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით. პასუხად მოვიდა ერთ-ერთი პროექტის - “ციფრული ნომადების” აღწერა. ეკონომიკის სამინისტროში ან ეიფორიაში არიან, ან ვერ ხვდებიან ამ ქვეყანაში რა ხდება, ან იქნებ დაუდევრობით გამოგზავნეს ეს პასუხი, მაშინ უკვე სტრუქტურაშია პრობლემა. რეალურად, მთავრობას არანაირი გეგმა არ აქვს და ეს არის მხოლოდ ლაპარაკი მათი მხრიდან. ეკონომიკურად ქვეყანა ასე ვერ განვითარდება. ყველაფერი ინერციით მიდის, რასაც ბიზნესი ახერხებს და თვითონ ადამიანები რასაც ააკეთებენ   ეს არის ის შედეგი რაც გვაქვს. მთავრობა კი ამ შემთხვევაში რეალურად არაფერს არ აკეთებს ხელის შეშლის მეტს,  ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ პასუხს, რომელიც მას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით  დასმულ კითხვაზე დაუბრუნეს.


29 ივლისს დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა. ლევან კობერიძე მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა. “გთხოვთ გაგვაცნოთ მთავრობის მთლიანი ხედვა, ნიშანდობლივად კი მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში,” - ეწერა ლევან კობერიძის კითხვაში. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროდან დეპუტატს ინოვაციების სააგენტომ უპასუხა, ხოლო აღნიშნული პასუხი არა - მთავრობის ხედვას, არამედ ერთ-ერთი პროექტის - “ციფრული ნომადების” აღწერა იყო. სამინისტროს პასუხში ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი იმის შესახებ თუ რა ღონისძიებების გატარება იგეგმება საკრედიტო საგარანტიო ფონდის, ასევე პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს თუ სხვა სახელმწიფო პროგრამებიდან ტურისტული სექტორის მხარდაჭერისთვის.


ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ლევან კობერიძეს - ციფრული ნომადები ანტიკრიზისული გეგმის ნაცვლად   სამინისტროს წერილს “კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ციფრული ნომადები“ ძირითადად ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე ადამიანები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასრულებენ თავიანთ სამუშაოებს. ნომადების უმრავლესობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (IT) მუშაობს, შესაბამისად, ჩვენი ბენეფიციარებისთვის და ინოვაციური ეკოსისტემის მოთამაშეებისთვის ციფრული ნომადები წარმოადგენენ ერთგვარ ინტერესთა ჯგუფს.


აღნიშნული ინიციტივა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას გაუჩნდა საფიქრალი თუ როგორ მოეზიდა ერთ დღეში დაკარგული ტურისტების ოდენობის ადამიანები ქვეყანაში.



არ გამოვრიცხავთ და გარკვეულწილად ვიმედოვნებთ კიდეც, რომ ნომადები მოძებნიან ბიზნეს პარტნიორებს საქართველოში და სამომავლოდ დაასაქმებენ ადგილობრივ პროფესიონალებს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.


ამ მომენტისთვის შექმნილია უფასო პლატფორმა www.workfromgeorgia.com, სადაც საქართველოს მასშტაბით მომუშავე კომპანიას თუ სტარტაპს შეუძლია დაარეგისტრიროს საკუთარი სამუშაო სივრცე, რის შემდეგაც ნებისმიერი ქვეყნის ტურისტი/ციფრული ნომადი უფასოდ დაჯავშნის ადგილს მათ ოფისში. ქართულ კომპანიებს ამავე პორტალზე შეუძლიათ სპეციალური შეთავაზებების განთავსებაც ციფრული ნომადებისთვის.


მიზანი - ისეთი მოგზაურების მოზიდვაა, რომლებიც არა მარტო ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოვლენ საქართველოში, არამედ დარჩებიან უფრო გრძელი ვადით და დისტანციურად განაგრძობენ მუშაობას ჩვენი ულამაზესი ქვეყნიდან.


ამ პროექტს აქვს ასევე ერთგვარი მარკეტინგული დატვირთვა. საქართველოში მიღებულ გამოცდილებას ნომადები გაუზიარებენ თავიანთ კოლეგებს, მეგობრებს და მათ საქართველოს დაანახებენ როგორც ტურისტული, ისე ბიზნესის დაწყების/განვითარების კუთხითაც.


რატომ შეიძლება იყოს ნომადებისთის საქართველო საინტერესო?


საქართველო იდეალური ადგილია ასეთი ტიპის მოგზაურებისთვის. ციფრული ნომადებისთის მიმზიდველია ქვეყანაში არსებული მარტივი სამუშაო პირობები, 365 დღიანი უვიზო რეჟიმი 94 ქვეყნის მოქალაქისთვის, დაბალი ხარჯები, ზომიერი კლიმატური გარემო, ასევე საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის განვითარების აღიარება (მათ შორის, Doing business, Crime index და სხვ.) და ეს ყველაფერი მდიდარი კულტურის, ისტორიის, ულამაზესი ბუნების და რაც მთავარია სტუმართმოყვარე ხალხის ფონზე.”


მარიამ მორგოშია





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up