ეკონომიკის სამინისტრო: ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა საქართველოს გამოცდილება ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასა

ეკონომიკის სამინისტრო: ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა საქართველოს გამოცდილება ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასა

access_time2021-03-08 23:00:00

8-9 მარტს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ევროპული ინიციატივის „ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, მაუწყებლობა და სიხშირული სპექტრის მენეჯმენტი“ ფარგლებში მაღალი დონის ვირტუალური ფორუმი ევროპის ქვეყნებში „მნიშვნელოვანი ინტერნეტკავშირი“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„ღონისძიება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა და სლოვენიის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმში მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, რომელმაც მიმოიხილა საქართველოს მიერ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. მან ყურადღება გაამახვილა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით covid-19 პანდემიის დროს და აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ინტერნეტთან წვდომა წარმოადგენს ფუნდამენტალურ კონსტიტუციურ უფლებას. ფორუმზე საქართველოს წარმომადგენელმა წარადგინა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს დამტკიცებულ სტრატეგია „საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა 2020-2025“, რომელიც ევროკავშირის EU4Digital პროგრამის ფარგლებში ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის დამხმარებით შემუშავდა ევროკავშირის „1 გბტ/წმ 2025 სტრატეგიის“ შესაბამისად და რომლის მიხედვითაც 2025 საქართველოში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს 100 მგბტ/წმ, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებსა 1 გბტ/წმ ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა.

მოხსენებაში საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც სოფლად, ე.წ. „თეთრ ზონებში“, იქ სადაც მოსახლეობა ტოლია ან მეტია 200-ზე და ტელეკომ ოპერატორები არ გეგმავენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფტრასტრუქტურის განვითარებას, აშენდება საბითუმო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, რომელიც კერძო ტელეკომ ოპერატორებს მისცემს საშუალებას ფართოზოლოვანი მომსახურებები გაუწიონ ბოლო მომხმარებელს. ისეთ დასახლებებში კი, სადაც მოსახლეობა 200-ზე ნაკლებია, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სათემო ინტერნეტიზაციის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც 2017 და 2019 წლებში 2 სათემო ქსელი აშენდა და იგეგმება აღნიშნული პროექტის გაგრძელება. ეკა ყუბუსიძემ ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე, საქართველოში ციფრული ჰაბისა და რეგიონალური მონაცემთა გაცვლის ცენტრის ფორმირებაზე.


ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ფორუმზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აღნიშნული ორგანიზაცია გაითვალისწინებს საქართველოს გამოცდილებას მის სამომავლო დაგეგმილ თემატურ კვლევებში, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის 193-ივე წევრ ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up