ეკონომიკის სამინისტრო შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე პირველ კომენტარს აკეთებს

ეკონომიკის სამინისტრო შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე პირველ კომენტარს აკეთებს

access_time2019-09-20 21:15:56

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, „ისეთი მნიშვნელოვანი კანონ-პროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან“.

 

ამის შესახებ მიქაბაძემ bm.ge-ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრ ცქიტიშვილის ინიციატივით და ავტორობით მომზადებული იმ ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიმართ არაერთი შენიშვნა გააჩნია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას და ასევე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს.

 

„ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და ბიზნესის ინტერესებს შორის ანუ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული როგორც - დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებები.

 

ამასთან, აუცილებელია, წარმოდგენილ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასების გაკეთება, რათა განისაზღვროს რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტი ბიზნეს გარემოზე და ზოგადად, ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში“, - აცხადებს მიქაბაძე.


 

აღსანიშნავია, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, კანონპოექტის ავტორს რეგულაციის გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადებისკენ მოუწოდებს საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია და ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, თუმცა თავად დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, რომელიც კანონპროექტის ავტორია, გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომ „RIA შრომის კოდექსის პროექტს არ აქვს და ვერც ექნება“.

 

„RIA ამ კანონის ვერ შემუშავდება რამდენიმე მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის, რასაც ჰქვია ზეგანაკვეთური შრომა, არსად აღრიცხული არაა, რომ ადამიანი მუშაობს ზეგანაკვეთურად. შეგვიძლია თვისობრივი ანალიზიები ავიღოთ, რომელიც ძალიან ბევრი არის გაკეთებული. RIA არის კალკულაციები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება აღრიცხვიანობა ზეგანაკვეთური და ნორმირებული სამუშაო დროის, რასაც სამწუხაროდ, ბიზნესმენების დიდი ნაწილი არ აკეთებს. ამიტომაც ამის გავლენის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ამის მონაცემთა ბაზა არ არსებობს," - ამბობს ცქიტიშვილი.

 

რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენის აპარატს, მას დაგეგმილი ცვლილებების მიმართ ჯამში, 20-ზე მეტი შენიშვნა აქვს. კანონის პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: 

 

„ვადიან შრომით ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა. „შრომის ინსპექციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტში ხშირი, ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერები. მნიშვნელოვანია კანონში დეტალურად გაეწეროს შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები. ასევე, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაო ადგილზე შრომის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დამწერ პირთა წრე (ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლებამოსილება), დაუშვებელია შრომის ინსპექციას მიეცეს უფლება, განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება განუსაზღვრელი ვადით. შრომის ინსპექტორს უნდა შეეზღუდოს „გამოკითხვის" ჩატარების უფლება. კანონში უნდა განისაზღვროს ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქული/ამოღებული დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების თუ მასალის დამსაქმებლისთვის უკან დაბრუნების ვადები. დაუშვებელია, შრომის ინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება“, - ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის განცხადებაში.

 





„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია "თიბისი ბანკის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. ცვლილება უკვე აისახა...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა
access_time2020-01-25 13:30:14
  ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, შეამცირა ინვესტორების ენთუზიაზმი ჩინური საფონდო ბაზრისადმი, რომელიც ბოლო თვეებში სწრაფად იზრდებოდა.   დანაკარგებს ძირითადად ითვლიან სამომხმარებლო ბაზრის მოთამაშეები, ტუროპერატორები, და ავიაკომპანიები.   საფონდო ინდექსი FTSE China A50, რომელიც ასახავს ჩინეთის 50 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციას, 22 იანვარს შემცირდა 1,7%-ით, რაც არის ბოლო 6 თვის ყველაზე ძლიერი...


მსგავსი სიახლეები

up